| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის საბირქენდის N1 საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ მხატვრული კითხვის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილები დაიკავა.
„მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის, კულტურის ცენტრისა და სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ინიციატივით, ამა წლის ივნისის თვეში ჩატარდა ონლაინ კონკურსი გამომეტყველებით კითხვაში: " ერთი ქართული ლექსი" რაშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის ორმა მოსწავლემ, რიჯათ ალახვერდიევმა და ელადა ასკეროვამ. კონკურსში ჩვენმა მოსწავლეებმა მოიპოვეს პირველი და მესამე ადგილი, აგრეთვე გახდნენ ჟიურის რჩეულები.
12 ოქტომბერს კი მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა დაჯილდოება. მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს სერტიფიკატები, წიგნები, ლექსების კრებული და რა თქმა უნდა, ბევრი დადებითი ემოცია. ეს კიდევ ერთი მოტივაციაა მოსწავლეებისთვის, რომ ყველა რთულ ვითარებაშიც შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ