სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ ნამდვილად ღირსეულად მოიხადეთ ვალი“- სორომონის საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს, ნორა კუხიანიძეს დაბადების დღეს ულოცავს
15-10-2020
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორომონის საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ღვაწლმოსილ პედაგოგს, ნორა კუხიანიძეს დაბადების დღეს ულოცავენ. 

„დღეს ჩვენი სკოლის ყოფილი, გეოგრაფიის ღვაწლმოსილი პედაგოგის, დამსახურებული მასწავლებლის, საუკეთესო აღმზრდელის, ქალბატონ -ნორა კუხიანიძის დაბადების დღეა. ქალბატონი ნორა, ხუთ ათეულ წელზე მეტი ხნის მანძილზე ეწეოდა ჩვენ სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას, მრავალ თაობას გაუვლია მის ხელში, უდაოდ დიდია ნორა მასწავლებლის ღვაწლი სოფლის ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში, რომელთაგანაც ზოგი მათგანი ექიმები, იურისტები, ეკონომისტები, პედაგოგები და ჩვენი ქვეყნის პატიოსანი, მშრომელი, ქართველთა ტრადიციების დამცველი შვილები არიან.

ჩვენო საყვარელო ნორა მასწავლებელო, სორმონის სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები, სულითა და გულით გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს. თქვენ ნამდვილად ღირსეულად მოიხადეთ ვალი საკუთარი თავის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. პროფესიისადმი, მოსწავლეებისადმი უსაზღვრო სიყვარულით დიდი სითბო, ცოდნა, ალერსი ჩადეთ ჩვენ გულებში, მადლობა თქვენ ამისათვის. ძალიან გვიყვარხართ და გვეამაყებით“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება