სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით დისველის საჯარო სკოლის დირექტორი ჯანსულ შაინიძე
13-10-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო დოხტურიშვილმა გადაწყვიტა, ფართე საზოგადოებისთვის უფრო ახლოს გაეცნო სკოლის დირექტორი იაკობ ჯანსულ შაინიძე, რომელიც საოცარი პედაგოგია და უდიდესი წარმატებით მართავს სკოლას, სადაც ასევე წარმატებული არაერთი თაობა გაიზარდა.

„ასლან შაინიძის სახელობის დისველის საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ ჩვენი სკოლის სამაგალითო პედაგოგსა და ამავე სკოლის დირექტორს, იაკობ ჯანსულ შაინიძეს

 დამერწმუნებით, რომ ერთეულის ხვედრია, გააჩნდეს ზნეობრივი  და მენტალური ღირებულებები, რაც მყარი საფუძველია   ლაღი  და თავაწეული ცხოვრებისა. ეს მახასიათებლები, ბატონო ჯანსულ, სწორუპოვრად მიესადაგება თქვენს  ხასიათს. არ მეგულება  ხელმძღვანელი, რომელიც ასე ერთპიროვნული ძალისხმევით, ორიენტირებული იყოს კოლექტივისა და სკოლის განვითარებისკენ.

გაწონასწორებული და მუდამ სამართლიანი, ყოველთვის აბალანსებთ სიტუაციას, პიროვნული ღირებულებები წარმოგაჩენთ როგორც ერთ-ერთ ღირსეულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია უანგაროდ დააკვალიანოს და დაიცვას პედაგოგის შეხედულებები. კონკრეტული თვისება ის განზოგადებული რეალობაა,  რაც მთელი ბოლნისისთვის ნაცნობი და დაფასებულია. ჩვენი სკოლა, ერთპიროვნული ჩართულობის შედეგად, ინტელექტუალურ თავისებურებებს ქმნის და ავლენს, მოსწავლეების  ნიჭის რეალიზების მყარი საფუძველის შედეგად. ბუნებისგან შეძენილ ღირსებებს, თან ახლავს პოზიტიური, პიროვნული დამოკიდებულებებიც, რომ პარალელურ რეჟიმში აწარმოოთ, შემეცნებითი ურთიერთობები  და განიხილოთ  ზოგადი მენტალური  ხედვები.სწორუპოვარი ხასიათის სიმტკიცე კი, ამ თავისებურების ერთგვარი ზენიტია. რაც განვითარების სათავე და თვალსაჩინო  პარალელია, კეთლსინდისიერებასა  და  უსამართლობას შორის.სწავლების ახალი ნოვაციის გათვალისწინებით, დღენიადაგ ცდილობთ იმ მწვერვალების დაპყრობას, რაც ჩვენი აღსაზრდელების ინტელექტუალური თვალთახედვით, ვფიქრობთ, რომ მიღწევადი და წარმატებული  მომავლის, ნაყოფიერი ნიადაგია. გულწრფელად გითხრათ, არ მეგულება ძლიერი ხელმძღვანელი, მყარი შეუდრეკელი ოჯახური სიმტკიცის გარეშე. სწორედ ეს მახასიათებელი გაძლევთ ძალას, იყოთ წარმატებული, კეთილშობილი და უანგარო.

ბატონო ჯანსულ, კოლექტივის სახელით, გისურვებთ  ყოველივე საუკეთესოს, ჯანმრთელობას, წინსვლას, წარმატებით  გასხივოსნებულ გზას,  კიდევ და კიდევ  ცამდე აწვდილი  მწვერვალების დაპყრობას, რაც თქვენი ძალისხმევის გარეშე,დისველის საჯარო სკოლისთვის რთულად წარმოსადგენი და აღსაქმელია“!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება