სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

XIX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი მასწავლებელი - ნიკო ცხვედაძე
11-01-2017
-
+


ნიკო ცხვედაძე - XIX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი მასწავლებელი, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 

1869–იდან იყო თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი. 1874–იდან ასწავლიდა თბილისის ქალთა ინსტიტუტში და წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. 

ცხვედაძე იყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ–ერთი დამფუძნებელი, მისი წესდების პროექტის შემდგენელი და საზოგადოების გამგეობის მუდმივი წევრი.

მისი უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ქართული სკოლები გაიხსნა ვლადიკავკაზში, ბაქოსა და ბათუმში. 

1898 ცხვედაძე სათავეში ჩაუდგა თბილისის ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის გათვალისწინებული შენობის, აგების საქმეს. შენობის ასაგები თანხა მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეგროვდა. 

ნიკო ცხვედაძე თავიდანვე დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილს, დიმიტრი ყიფიანს და მე-19 საუკუნის გამოჩენილ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს და მათთან ერთად ჩაება დიდი მასშტაბის საზოგადოებრივ საქმიანობაში.

"ფანტაზიორი, გიჟი, ჭკუაზზე შეშლილი" - ასე ახასიათებდნენ მას თავისი მეგობრები.

1877, სწავლა–აღზრდის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, ცხვედაძემ დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა, რაც აღწერა სტატიაში: "მოკლე შენიშვნები საზღვარგარეთიდან". 

ნიკოლოზ ცხადაძე დაკრძალული იყო ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, 2008 წლის 26 ნოემბერს კი მისი ნეშტი უნივერსიტეტის ბაღში გადაასვენეს.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება