სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ არ ერიცხებათ პედაგოგებს 150 ლარით მომატებული ხელფასი? - განათლების სამინისტროს პასუხი
23-09-2020
-
+


სტატუსიანი მასწავლებლების ხელფასების დაანონსებული მატება კვლავ დიდი კითხვისნიშნის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე გადაჭრით ითქვა, პედაგოგებს ახალი სასწავლო წლიდან ანაზაღაურება150 ლარით უნდა მომატებოდათ, ჯერჯერობით ამ საკითხზე სრული დუმილია და როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, არც არავინ იცის, როდიდან აიღებენ მომატებულ ხელფასს.

განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი კვლავ ინიციატივის დონეზე რჩება და ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, არადა მასწავლებლებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სიტყვა და საქმე ერთი იქნებოდა - სექტემბერში 150 ლარით მომატებულ ხელფასებს აიღებდნენ. ჰოდა, როგორც გავარკვიეთ, ხელფასის დარიცხვისას დიდი იმედგაცრუება ელით!

უფრო დიდი გაურკვევლობაა სპეცმასწავლებლებთან დაკავშირებით, ისინი ამჟამად პრაქტიკოსებად ითვლებიან და არც ეს 150 ლარიანი მატებაა მათზე ნაგულისხმევი; როგორც ოფიციალურ უწყებაში გვიპასუხეს, სპეცმასწავლებლები ცალკე რეგულაციებს ექვემდებარებიან და ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, არც პრაქტიკოსების გამოცდა ჩატარებულა, პროგნოზების გაკეთება რთულია.

საკითხავი ისაა, აქამდე რატომ არ გამოცემულა შესაბამისი ბრძანება, რომელშიც გაწერილი იქნებოდა ყველა კატეგორია, ვისაც ხელფასის 150-ლარიანი მატება ეხებოდა და ისიც, როდისთვის უნდა დალოდებოდნენ პედაგოგები ამ თანხას.

რადგან ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, ისღა დაგვრჩენია, ლოგიკურად ვივარაუდოთ, რომ სწორედ პრაქტიკოსების გამოცდის ჩატარებას ელიან, რათა ზუსტად გაირკვეს, რამდენი სტატუსიანი მასწავლებელი ეყოლება ქვეყანას და შესაბამისად, ზუსტად გაიწეროს ბიუჯეტიც. ვიმეორებთ - ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა, რომელსაც, შექმნილი მოცემულობის გათვალისწინებით, დაგვეთანხმეთ, არსებობის უფლება უდავოდ აქვს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება