სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მოსწავლეებში კორონავირუსის ახალი სიმპტომი იპოვეს
27-09-2020
-
+


ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 18-წლამდე ასაკის ბავშვების მესამედი, COVID-19-ით დასნებოვნების შემთხვევაში, მადას კარგავს. ისინი საკვებზე უარს ამბობენ, მაგრამ არ ავლენენ კორონავირუსის სხვა კლასიკურ სიმპტომებს. 

თუ თქვენმა შვილმა მოულოდნელად სასკოლო სადილის გამოტოვება დაიწყო და სახლშიც საკვები დაგიტოვათ, შესაძლოა ეს კორონავირუსის სიმპტომი იყოს - ვარაუდობენ ​ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარები.

მეცნიერები მშობლებს და მასწავლებლებს სთხოვენ უფრო ყურადღებით დააკვირდნენ ბავშვების მადას. რა თქმა უნდა, თუ ბავშვს არ სურს სკოლაში წახემსება ან სახლში სადილის მირთმევა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად კორონავირუსით დაინფიცირდა, მაგრამ საკვებზე კატეგორიული უარი შესაძლოა საფრთხილო იყოს. დასკვნები ბრიტანელმა მეცნიერებმა, სპეციალური მობილური აპლიკაციის დახმარებით, ასობით ინფიცირებულ ბავშვზე დაკვირვებით გააკეთეს. დადგინდა, რომ მათ დიდ ნაწილს კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები - ხველა, სუნისa და გემოს დაკარგვა და სიცხე არ აღენიშნებოდა. 

ყველაზე ხშირად COVID-19-ით ინფიცირებული ბავშვები კარგავდნენ მადას, სტკიოდათ თავი ან გრძნობდნენ სისუსტეს. დაკვირვებამ ასევე აჩვენა, რომ ინფიცირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების 15%-ს კანზე ძლიერი ქავილის გამომწვევი გამონაყარი გაუჩნდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება