| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთსა და ბათუმში სკოლებში სწავლა დისტანციურად დაიწყება. აღნიშნული განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
„2 კვირით 1 ოქტომბრამდე ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება. სწავლა იქნება დისტანციურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ქობულეთში და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ პირველ ოქტომბრიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ტურისტული სეზონიდან გამომდინარე ბათუმსა და ქობულეთში შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდის მოლოდინი არსებობდა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი ვხვდებით, რომ ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდას ჩვენ მოველოდით და ამისთვის როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი მზად არის. მთავარია, რომ ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი მობილობის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს, ჩვენ დღეს გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ქობულეთსა და ბათუმში ისევე როგორც საქართველოს მასშტაბით ყველგან სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ვულოცავთ, მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა