სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ქართველი, სვანი ქალი“
04-09-2020
-
+


Etaloni.ge- სტუმარი, პოეტი ანა უშხვანი გახლავთ, რომელმაც საუბრისას აღნიშნა, რომ საკუთარ თავს პოეტს არ უწოდებს - მეც ვწერ ლექსებსო, - ასე თავმდაბლურად დაახასიათა საკუთარი შემოქმედება და არაერთ საკითხზეც გულახდილად გვესაუბრა. როდის და რატომ დაუკავშირა საკუთარი ცხოვრება პოეზიას, როგორ ატარებდა მესტიის მუნიციპალიტეტში პოეზიის საღამოებს, როგორ ამეცადინებდა ადგილობრივ ბავშვებს მხატვრულ კითხვაში და რატომ ჩააბარა იურიდიულზე, თეატრალური უნივერსიტეტის მაგივრად, ანა უშხვანი ჩვენს კითხვებს პასუხობს.

- ანა, რა გზა განვლეთ დღემდე და როდის დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება პოეზიას?

- ეს ნიჭი დედისგან გამომყვა, პირველი ლექსი კი პირველ კლასში დავწერე და  ქალთა დღეს მივუძღვენი.

- საკუთარ თავს პოეტს უწოდებთ?

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თვითშეფასება ძალიან დაბალი მაქვს, რის გამოც ახლობლები მაკრიტიკებენ; არ მაქვს წარმოდგენა, რომ ვარ საუკეთესო, განსაკუთრებული ან ვარ პოეტი... ყოველთვის ვამბობ - მეც ვწერ ლექსებს...

- წერთ ლექსებს მთაში, სადაც თავისუფლების ხარისხი მაღალია?

- ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ხედავს საკუთარ თავისუფლებას. მთასაც აქვს თავისი შეზღუდვები, თავისი ტრადიციები, ბოლომდე თავისუფალი ვერაფერში იქნები. უშუალოდ სვანეთზე რომ ვისაუბროთ, არის გარკვეული სტანდარტები, რომელიც უნდა შესრულდეს... როდესაც ამბობენ, მხოლოდ მთებშია თავისუფლებაო - ეს სიტყვები ყველასთვის არაა განკუთვნილი იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი საკუთარ თავისუფლებას, თავისი ხედვით აღიქვამს.

- რთულია, იყო სვანი ქალი?

- ბავშვობიდან ჩვენ ასე გვზრდიან, გვაჩვევენ ტრადიციებს, თავშეკავებას, ზრდილობას...  აღზრდის განსხვავებული მეთოდი აქვთ. როგორ აგიხსნათ, ვინც სვანეთში ვიბადებით და ვიზრდებით, სვანეთის სახე ვართ.

- ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ალბათ…

- რა თქმა უნდა... ქართველობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ქართველი ვარ ჯერ და მერე - სვანი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ქართველი, სვანი ქალი, ჩვენ ხომ გარემო პირობებს ვერგებით - მხოლოდ შენ მოგწონდეს საკუთარი თავი, ასე არ ხდება.

- სხვათა შორის, ამბობენ, რომ დღეს ტრადიციების გადაფასება ხდება.

- თანამედროვდება ცხოვრება, ყველაფერი იცვლება, გარკვეულ სივრცეში ექცევა, მეტი საშუალებაა, ადამიანი განვითარდეს, თუმცა ამავე დროს ის ძველიც არ უნდა დაიკარგოს. ქართველები მორწმუნე ხალხი ვართ, სვანების ტრადიციებიც რელიგიასთან მიახლოებულია და რელიგიურ ჩარჩოებში ჩასმული, რომლებსაც  ვინარჩუნებთ. გასაგებია, რომ თანამედროვე ცხოვრებას თავისი მოთხოვნები აქვს, თუმცა, პირადად ძალიან მომწონს ეს ტრადიციები...  ვმღერი, ლექსებს ვწერ, პოეზიის საღამოებს ვაწყობდი და არასოდეს მქონია შეზღუდვა ოჯახის წევრებისგან.

- ხელოვანი ადამიანისთვის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ხომ?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და გული მწყდება, რომ ხშირად პოეზიის საღამო მხოლოდ საკუთარი ძალებით მომიწყვია, ბეჩოდან დავდიოდი მესტიაში, მოსწავლეებს სკოლაში ვაკითხავდი, რათა ვისაც რაიმე ინტერესი ჰქონდა პოეზიის მიმართ, მხატვრულ კითხვაში მემეცადინებინა. ყველამ უნდა გაიგოს, რა ღირებული პოეზია გვაქვს საქართველოში. თუმცა შიშველი ენთუზიაზმით ძალიან რთულია, ერთგული დარჩე იმ საქმისა, რომელსაც ემსახურები. ოჯახს ბევრი რამ სჭირდება და ამიტომ, ანაზღაურების გარეშე ვერ დავტოვებდი. მიუხედავად იმისა, დიდი სურვილი მქონდა, ჩამებარებინა თეატრალურში, უარი ვთქვი და სწავლა განვაგრძე იურიდიულზე.

- ანა, რა უნდა გააკეთოს ხელოვანმა ადამიანმა, მშობლიურ ქვეყანაში აღიარება რომ მოიპოვოს?

- სამწუხაროდ, ჯერ უცხოეთში უნდა გაღიარონ... არადა, საქართველოს ძალიან კარგი ბაზა აქვს, საოცარი ახალგაზრდობა მოდის, თუმცა არ გვაქვს ხელშეწყობა. არც წიგნის გამოშვების საშუალებაა.

- რთულია საქართველოში ხელოვანის ცხოვრება…

- რთულია ნებისმიერ სფეროში და არა მხოლოდ პოეზიაში, უბრალოდ პოეზია ყველაზე მეტად იჩაგრება. რომელი ხელოვანი გინახავთ, ან ფინანსურად იყოს უზრუნველყოფილი, ან რაიმე ჰქონდეს საკუთარი პოეზიიდან. ან რატომ უნდა იდგეს არაჩვეულებრივი ხმის მქონე მომღერალი რესტორანში... არ გეგონოთ, რომ პესიმისტი ვარ, ამ ყველაფრის მიუხედავად მიმაჩნია, რომ თუ შენი პროფესია გიყვარს, გარკვეული წვლილი ყოველდღიურად უნდა შეიტანო; ამიტომ თუ სიცოცხლეში ვერ მივაღწევ წარმატებას, ერთხელ მაინც ხომ დავწერ ისეთ ბრძნულ გამონათქვამს ან ლექსს, რომელიც ჩემს შვილს რაიმე გაკვეთილს მისცემს; ან წლების შემდეგ, თუნდაც როცა აღარ ვიქნები, თუ რომელიმე ახალგაზრდის შთაგონების წყარო გახდება ჩემი შექმნილი პოეზია, ესეც ღირებულია პირადად ჩემთვის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება