სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ ვაქციოთ ჩვენი ოცნება რეალობად
13-04-2017
-
+


ცხოვრებაში რაიმეს რომ მიაღწიო ბევრი ბარიერის გადალახვა გიწევს. ხშირ შემთხვევაში ადამიანი ამ დროს სასოწარკვეთილებაში ვარდება და  ფარ-ხმალს ყრის. 

ამ დროს უშვებს სწორედ შეცდომას, კარგავს რწმენას, ივიწყებს ცხოვრებისეულ მიზანს და ძალიან მნიშვნელოვან რამეს - უკრძალავს თავს იოცნებოს. 

მიზნები  წარმართავენ ადამიანის ცხოვრებას. 

ყველაფერი თუ კარგად გაქვს გააზრებული და არ იშურებ ძალ-ღონეს მის სრულყოფაში მოსაყვანად, მზად ხარ, რომ ამ გზაზე ნებისმიერმა მარცხმაც არ უნდა შეანელოს შენი სწრაფვა მიზნამდე, მაშინ გადაულახავი ბარიერი არ დარჩება ადამიანს. 

ბევრს მიაჩნია, რომ ოცნება არის დროის ტყუილად კარგვა და რომ ადამიანმა რეალისტურად უნდა იცხოვროს. 

თუკი სამყაროში არსებობს ცნება „ოცნება“, ნიშნავს, რომ მასაც აქვს გარკვეული დანიშნულება და ადამიანს შესწევს იმის ძალა, ის რეალობად აქციოს. 

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ოცნება წარმატებული ადამიანების განუყოფელი ნაწილი ნამდვილად იყო. ისინი წარმატებას მათი საშუალებით აღწევდნენ და სწორედაც რომ ცხოვრების მიზნად მას იყენებდნენ. 

ავსტრიელ წარმატებულ მილიარდელს პიტერ დანიელს ჰკითხეს: „როგორ მოხდა რომ შენ ადამიანს, რომელსაც არ გისწავლია სკოლაში, წარმოშობით ღარიბი ოჯახიდან, რომელსაც არავინ დაგხმარებია ცხოვრებაში, ჯერ კიდევ 26 წლის ასაკში  მიაღწიე ასეთ წარმატებას?“

„ცხოვრების მძიმე წუთებში მე ვეყრდნობოდი ჩემს ოცნებებს, ყოველი მარცხის შემდეგ, როდესაც ვიყავი სულიერად გამოფიტული, მე ვეყრდნობოდი ჩემს ოცნებებს.“ - აღნიშნავს პიტერ დანიელი.

მთავარია ირწმუნო შენი ძალის. ყოველი დღის ბოლოს საკუთარ თავს მოსთხოვო პასუხები კითხვაზე: რა გააკეთე დღეს ამ ყველაფრისთვის ? 

შეგიძლია იოცნებო უბრალოდ გადაადგილებისას, ტრანსპორტში, თუნდაც რიგში დგომისას, სადაც საათობით გიწევს დგომა. დასახო გეგმები, ცხოვრების მიზნად აქციო და რეალობაში გადმოიტანო. 

ავტორი:ნინო ზაზაძე 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება