სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასი დენდროლოგიურ პარკს სტუმრობდა
11-08-2020
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IVბ კლასის (მომავალი Vბ კლასის) მშობლებმა, მასწავლებლებმა და დირექციამ, დირექტორ ფაქიზო ფანჩულიძესთან ერთად, მოსწავლეებს ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.

„ექსკურსია მოეწყო შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებში ბიომრავალფეროვნების შემეცნების განვითარება. მოსწავლეებმა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორისა და ფაუნის ათასობით სახეობა მთელი თავისი სრულყოფილებით მოინახულეს, რამაც ბავშვები დენდროფლორის მრავალფეროვნებას, ხე-მცენარეებს და 58 სახეობის უნიკალური ფრინველების შთამბეჭდავ სილამაზეს აზიარა. სწორედ ამიტომ, ამ იშვიათ პარკს რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი გამაჯანსაღებელი, ესთეტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეებმა, ასევე დაათვალიერეს შავი ზღვის სანაპირო თავისი ღირსშესანიშნაობებით, ხოლო ექსკურსის ფინალი იყო „მუსიკალური პარკი“, რამაც ბავშვები კიდე უფრო აღაფრთოვანა. ეს დღე მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ და ყოველთვის სიხარულითა და სიყვარულით გაიხსენებენ. ამ სიხარულს მათთან ერთად იზიარებდა მომავალი დამრიგებელი (თ. ივანეიშვილი).

მადლობა, თქვენ, ყველას: მშობლებს, მასწავლებლებს, დირექტორს - ქალბატონ ფაქიზო ფანჩულიძეს იმისათვის, რომ არ დაიზარეთ თქვენი წვლილი შეგეტანათ ბავშვების კეთილდღეობისა და შინაარსიანად დაგეგმილი ექსკურსის სათვის, რომელმაც მიზანს მიაღწია“,-აღნიშნავს IVბ კლასის ხელმძღვანელი ა. ნაფეტვარიძე.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება