სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აკაურთის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია წარჩინებულ მოსწავლეს - ჩინარა ნაბიევას გვაცნობს
11-08-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის აკაურთის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია წარჩინებულ მოსწავლეს, ჩინარა ნაბიევას გვაცნობს.

ჩინარა დისტანციური სწავლების დროს უამრავ საინტერესო პროექტში იყო ჩართული, ქმნიდა საინტერესო ნამუშევრებს და ონლაინ გაკვეთილებშიც მონდომებით ერთვებოდა.

ასე ახასიათებენ დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს:

"მინდა გაგაცნოთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის აკაურთის არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მე-8 კლასის წარჩინებული მოსწავლე ჩინარა ნაბიევა.

ჩინარა გამორჩეული მოსწავლეა, ძალიან დაკვირვებული და  ცნობისმოყვარეა. გამოირჩევა სწავლისადმი მაღალი მოტივაციით, შემოქმედებითობითა და და მაღალი აკადემიური მოსწრებით.ყველაფერი აინტერესებს და უამრავ კითხვას სვამს.ყველა საგანს ერთნაირი მონდომებითა და პასუხისმგებლობით სწავლობს. ამავე დროს სკოლაში განხორციელებული თითქმის ყველა პროექტის აქტიური მონაწილეა.

ქეთევან ლიქოკელი (ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი): „ჩინარა ჩვენი სკოლის იმიჯია, მრავალმხრივ საუკეთესო თვისებებითა და უნარებით. აქვს მჯელობის,  ანალიზის, წარმოსახვის,  პრობლემის გადაჭრის განსაკუთრებული უნარები.კარგი მეხსიერების წყალობით ახსოვს ყველაფერი, რასაც სწავლობს. მნშვნელოვანია, რომ ყველაფერს აკეთებს შინაგანი მოტივაციით. ყველა დავალებას პასუხისმგებლობით ასრულებს, აკეთებს იმაზე მეტს, რასაც ვავალებ.იოლად პოულობს პრობლემის გადაჭრის პრაქტიკულ გზებს, აქვს ტრანსფერის უნარ-ჩვევა. შეუძლია შეძენილი ცოდნა ორიგინალურად გამოიყენოს პრაქტიკულ საქმიანობაში. გააზრებული აქვს სწავლის მნიშვნელობა, იცის რატომ, რა მიზნით სწავლობს და რისი მიღწევა სურს.უყვარს კითხვა და თანატოლებისაგან განსხვავებით ქართულად თავისუფლად საუბრობს. ვისურვებდი, რომ ყველა სკოლას, ყველა კლასს ჰყავდეს თითო ჩინარა.“

ჩინარა უპირატესობას ინტელექტუალურ აქტივობებს ანიჭებს. განსაკუთრებულ უნარებს ამჟღავნებს ენის, ხელოვნების, მათემატიკის სფეროში.

სკოლის დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელი ნოფალ ალიევი:

„ჩინარა ნაბიევა გამორჩეულია განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და პასუხისმგებლობით. ყველა სასკოლო ღონისძიების წამყვნი მონაწილეა. თანაბრად ეხერხება სწავლა, სიმღერა, ხატვა, ცეკვა, შესანიშნავად კითხულობს ლექსებს, სპექტაკლებში ასრულებს მთავარ როლს, ქმნის შესანიშნავ აპლიკაციებს. მისი ნახელავი ამშვენებს ჩვენი სკოლის საგამოფენო კედლებს.

გასულ წელს სკოლაში ჩავატარეთ მათემატიკის ოლიმპიადა. გამარჯვებულებს შორის ასაკით ყველაზე პატარა ჩინარა იყო, რომელმაც ტოლი არ დაუდო 2-3 წლით თავისზე უფროსკონკურენტებს და რამდენიმე სკოლის მონაწილეთა შორის საპრიზო ადგილი დაიკავა.“

დისტანციური სწავლა izrune.ge-ის დახმარებით ჩინარასა და მისი თანატოლებისათვის უცხო არ აღმოჩნდა.

ჩინარა ნაბიევა: „დისტანციური სწავლება ჩვენთვის სიახლე იყო, მაგრამ izrune.ge-ში ჩართულობამ, იქ მიღებულმა გამოცდილებამ, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობამ გამიადვილა დისტანციურ გაკვეთილებში მუშაობა.

დისტანციური სწავლის დროს ჩვენ პრაქტიკულად ვისწავლეთ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება.გვეხალისებოდა დავალებების შესრულება. ბევრი დრო მქონდა და წიგნებს ვკითხულობდი, ინტერნეტიდან საინტერესო ინფორმაციებს ვეცნობოდი. კარანტინის დროს სწავლების ერთადერთი გზა იყო, მაგრამ ვნატრობდი, რომ კორონა მოშორებულიყო ჩვენი ქვეყნიდან. დისტანციური სწავლას ჩემს მეგობრებთან, მასწავლებლებთან კლასში ურთიერთობა მირჩევნია. მიხარია, რომ ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახში დაიწყება.“

ჩინარა ეტალონისა და izrune.ge-ს დიდი გულშემატკივარია.უკვე სამი წელია ჩვენი სკოლა ჩართულია ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტში. ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ტესტებზე.

ჩინარა ნაბიევა: „უკვე სამი წელია ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლოს შემაჯამებელ ტესტს მოუთმენლად ველოდები. მიუხედავად ჩემი მონდომებისა, ოქროს დიპლომი ვერ ავიღე.  ამის მიზეზი ის არის, რომ ტესტების შედგენისას არ არის გათვალისწინებული არაქართულენოვანი სკოლების სპეციფიკა. ჩვენთვის, აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეებისათვის, ძალიან რთულია შემოთავაზებული წიგნების წაკითხვა ერთ კვირაში. ამიტომ  ლიტერატურის, კლასგარეშე თუ საპროგრამო ნაწარმოებების უცოდინრობის გამო ყოველთვის მაკლდება ქულები. თავისთავად  ოჯახიც ვერ გვეხმარება. ჩვენი, არაქართულენოვანი მოსწავლეების თხოვნა იქნება,რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც  ასეთი სკოლებისათვის იმუშავებს და შეადგენს ტესტებს. ეს გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობას.“

იხილეთ მოსწავლის ნამუშევრები და ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება