სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დამხვდა გაპარტახებული სკოლა, ნატყვიარი კედლები და ქართველი მწერლების სურათები“ - ერგნეთ-მამისაანთუბნის სკოლის დირექტორის ემოციური ჩანაწერი
10-08-2020
-
+


გორის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ტრამაკიძე სკოლის ისტორიის შესახებ ემოციურ ჩანაწერს გვიზიარებს. 2008 წლის აგვისტოს ომმა ყველა განსაცდელის წინაშე დაგვაყენა. ომიდან 12 წლის შემდეგ, დირექტორი იხსენებს, რა ხდებოდა საომარი მოქმედებების დროს გორის სოფლებში, როგორ დატოვა ტერიტორია და შემდეგ როგორ დაუბრუნდა საყვარელ სკოლას.

„ორგზის დევნილი ვარ. ორჯერ მომიხდა მუხლჩაუხრელი შრომით შექმნილი  სახლკარის დატოვება, წარმოიდგინეთ  რა მძიმე იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. ენა ადვილად იტყვის. მეორედ სახლკარის მიტოვება ჩემი ოჯახის თითოეული წევრისათვის  ჭრილობაზე მარილის მოყრა იყო. მახსოვს იმ შორეულ დროს, ზამთრის ერთ სუსხიან  საღამოს   ჩემმა პატარა შვილმა მკითხა: დედა ახლა რა უნდა ვქნათ? მის ხმაში ისეთი უმწეობა ვიგრძენი... ყველაფერს თავიდან დავიწყებთ, ნუ გეშინია დედა, ყველაფერი გაივლის-მეთქი. გავა დრო და ახლა ეს ყველაფერი გამახსენდა. გამახსენდა ისიც, რომ სწორედ  იმ დღეებში,  როცა ვცდილობდი და ვერ  ვერეოდი ტკივილს, რადგან უსაშველოდ მიმაჩნდა, საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი. ყოველ წელს აგვისტოს თვეში დაწვრილებით ვიხსენებ ამ ყველაფერს. ასე დაიწყო:

2008 წლის აგვისტოს დასაწყისში სკოლაში ბრიგადა მუშაობდა, კომპიუტერის ოთახს აკეთებდნენ, 5 აგვისტოს მუშები სოფლიდან გამოიქცნენ, სოფელში  განუწყვეტლად ისმოდა სროლის ხმა და იქ ყოფნა უკვე გაუსაძლისი ხდებოდა. ცხინვალის მხრიდან ტყვიების სეტყვა მოდიოდა, 6 აგვისტოს სოფელში წავედი. ტყვიების წვიმაში სიცოცხლის რისკის ფასად სკოლიდან ორი კომპიუტერი და ბავშვებისა და მასწავლებლების პირადი საქმეები  წამოვიღე, ამ პერიოდში ჩემი შვილი პოლიციაში მსახურობდა. 9 აგვისტოს დილით ჩემთან უკვე ჯარისკაცის ფორმით მოვიდა და მითხრა: დედა არ ინერვიულო  ყველაფერი კარგად იქნება, სამშობლოს ჩემი თავი სჭირდება, საღამოს დავბრუნდებიო, გული შემეკუმშა, დავლოცე, ბევრი ვლოცე გულში, სხვა რა უნდა მეთქვა, ხალხი შეშინებული იყო, ბევრი გაიხიზნა გორიდან, მე და მეუღლე სახლში ვიყავით, ბინის შემოგარენი იბომბებოდა. ჩემი მეზობელი ქალიც დაიჭრა, მე გადასაფარებელი ავიღე და ის იყო  სარდაფში უნდა ჩავსულიყავი, რომ მეზობლებმა ძალით  ჩაგვსვეს მანქანაში და ქალაქიდან გაგვიყვანეს.

გლდანის სკოლაში შეგვასახლეს, შვილის დარდი გულიდან არ მშორდებოდა, დედა და ძმა სოფელ დისევში იყვნენ დარჩენილები, თუმცა სკოლა მოსწავლეები სულ მახსოვდა, 11 აგვისტო იქნებოდა განათლების სამინისტროში მივედი, განვაცხადე, რომ სახლში სკოლის კომპიუტერები და პირადი საქმეები სახლში მქონდა წამოღებული. სწორედ იქ მითხრეს, რომ გორში ვერავინ შევიდოდა, სამხედროები დათარეშობდნენ. როცა ყველაფერი  დასრულდა და გორში დავბრუნდით, ყველაფერი რაც სახლში დავტოვე (სკოლის კომპიუტერები, პირადი საქმეები) ხელუხლებელი დამხვდა.  მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ იყო განაღმული სკოლის შემოგარენი, ვერ მოვისვენე და  სკოლაში ავედი. დამხვდა გაპარტახებული სკოლა, ნატყვიარი კედლები და  ქართველი მწერლების ნატყვიარი სურათები, ინვენტარისაგან დაცარიელებული საკლასო  ოთახები, განადგურებული გათბობის სისტემა, ეს იყო სკოლის კარებისა და სახურავის გარეშე.  სოფელში თითოოროლა კაცი დადიოდა და პოლიციელები დადიოდნენ. მაშინ სკოლის აღდგენაზე ფიქრიც კი  წარმოუდგენელად მეჩვენებოდა, თუმცა ისევ გავაგრძელე სკოლაში სიარული, მეძნელებოდა ვინმესთან  დალაპარაკება სკოლის აღდგენის თაობაზე, რადგან იმ დროს ერგნეთში ხალხი აღარ იყო, ვინც იყო ძალიან გულგატეხილი, სოფელი  სრულად იყო განადგურებული, მაგრამ მივხვდი, რომ თუ სკოლა არ აღდგებოდა სოფელში ხალხი არ დაბრუნდებოდა. თავის დროზე 1990  წელს სსიპ  ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის  საჯარო სკოლა  კომპაქტურ ვაგონებში ჩემი და მაშინდელი მთავრობის დიდი ძალისხმევით გაიხსნა. ახლა უკვე  ამდენი შრომა აღარ დამჭირდებოდა, გამოჩნდა კომპანია, რომელსაც უნდა  შეეკეთებინა სამი სკოლა, მათ წარმომადგენლებს ხშირად ვესაუბრებოდი ამ საკითხზე, და ამ ღვთისნიერმა ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაერემონტებინათ ჩვენი სკოლა. ისევ იყო სოფელში სროლის ხმები, არ იყო სტაბილურობა და სიმშვიდე. საშიში მდგომარეობა იყო. ჩემი მეუღლე  ელდარ ბესთაევი, რომელმაც  ძალღონე არ დაიშურა  1990  წლებში  რომ ამ სოფელში სკოლა  გახსნილიყო, 2008 წელსაც ჩაერთო აღნიშნული სკოლის აღდგენაში, სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებოდა მუშებს სკოლის სახურავის გაკეთებაში.  ყველა წინააღმდეგობა გადავლახეთ  და 2009 წლის  23  თებერვალს 26 მოსწავლით დავიწყეთ სწავლა, სკოლის ეზოში  დროშა რომ ავწიეთ, სამი ტყვია ისროლეს სოფელ ფრისის მხრიდან, არავინ დაშავებულა.

წელს კი სკოლის პირველ კლასში უკვე 6 მოსწავლე მოდის. ჩვენ უკვე ვუბრუნდებით  მოსწავლეთა რაოდენობით  ომამდელ დროს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„ველოდებოდი სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები“...

სააღდგომო არდადეგები დაიწყო - ცნობლია რამდენი დღე დაისვენებენ სკოლები და ბაღები

ცნობილია, როგორი ამინდი იქნება აღდგომას და საფლავზე გასვლის დღეს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პროექტის დახმარებით პირველკლასელები უკეთ გაიაზრებენ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მნიშვნელობას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება