სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , წიგნები, რჩევები

3 წიგნი, რომლის წაკითხვას სწავლის პარალელურად შეძლებთ
28-09-2017
-
+


Etaloni.ge ახალ რუბრიკას იწყებს - 3 წიგნი, რომლის წაკითხვას სწავლის პარალელურად შეძლებთ.

ჩვენ სისტემატურად შემოგთავაზებთ სკოლის მოსწავლეების მიერ შერჩეულ 3 წიგნს, რომლებიც მათ სკოლაში სიარულის პერიოდში, სწავლის პარალელურად წაიკითხეს.


რუბრიკის პირველი სტუმარია ქუთაისის N29 სკოლის მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლე ირინე ჯობავა.

1. თამაში ჭვავის ყანაში

ჯერომ სელინჯერის ნაწარმოების მთავარი გმირი ერთი თინეიჯერია, მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი, რომელიც თმას ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ - ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო. აბდაუბდა, ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირად გადახვევა და უმნიშვნელო დეტალების სიყვარული ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს.

2. 
ჰარი პოტერი

ჰარი პოტერი - ჯოან როულინგის მიერ დაწერილი ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია. იგი ჰარი პოტერის, ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავლებს ასახავს. წიგნი მთელ მსოფლიოშია ცნობილი და უამრავ ენაზეა თარგმნილი. დიდი პოპულარობით სარგებლობს წიგნის ეკრანიზაციაც. ჰარი პოტერი ერთი უცნაური თვისებების მქონე ობოლი ბიჭია, რომელიც დერსლების ოჯახთან, დეიდასთან და ბიძიასთან ერთად ცხოვრობს ქალაქ ლიტლ უინგში, პრივიტ დრაივის N4 სახლში. ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, როდესაც ჰარიმ, ვისაც დეიდისა და ბიძიას გარდა არავინ ჰყავდა, წერილი მიიღო, თუმცა მისი წაკითხვა ვერ მოასწრო, რადგან ბიძიამ წაართვა. ამის შემდეგ სახლში წერილების ნამდვილი წვიმა წამოვიდა, რასაც დერსლები ჰარისთან ერთად ერთ მიყრუებულ კუნძულზე გაექცნენ.

3. ფორთოხლის გოგონა

''ფორთოხლის გოგონა'' თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის იუსტაინ გორდერის ცნობილი ნაწარმოებია. წიგნი იწყება იმით, რომ თხუთმეტი წლის გეორგი მიიღებს წერილს მამისგან, რომელიც გარდაიცვალა 11 წლის წინ, - როდესაც ბიჭი 4 წლისა იყო. სრულიად ფანტასტიკური, დაუჯერებელი ამბავია. საქმე ის არის, რომ გეორგის მამა ექიმი გახლდათ, დიაგნოზი თავის თავს თვითონვე დაუსვა, იცოდა, მალე მოკვდებოდა და გადაწყვიტა, შვილისთვის ვრცელი წერილი მიეწერა, მაგრამ რადგან ბიჭი პატარა იყო და ვერ გაიგებდა, მამამ წერილი დროში, ანუ მომავალში გაუგზავნა. გეორგი კითხულობს მამის დაწერილს, რომელიც თავისთავად მოთხრობას წარმოადგენს, - ანუ წიგნში კიდევ ერთი წიგნია. ეს არის სიყვარულის ამბავი, იდუმალი, დამაინტრიგებელი, ნათელი, თბილი, გულში ჩამწვდომი და გულის ამაჩუყებელი...

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება