სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვცდილობ, მეგობრული დამოკიდებულება მქონდეს მოსწავლეებთან და როგორც თანატოლი, ისე ვდგავარ მათ გვერდით“ - ლასურიაშის სკოლის პედაგოგი მზია მუშკუდიანი
05-08-2020
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლასურიაშის საჯარო სკოლაში ისტორიას წლებია ასწავლის და პროფესიის არჩევანი ისტორიის მასწავლებელმა განაპირობა, თუმცა მანამდეც, სკოლიდან მოსული, მასწავლებლობანას თამაშობდა და ერთგვარად, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, სკოლაში ახლა უკვე მასწავლებლად დაბრუნება.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და  მზია მუშკუდიანი ახლაც ერთგულად ემსახურება საკუთარ პროფესიას, მართალია, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ რომ მოუწიათ, თავიდან შეცბა - რადგან მსგავსი გამოცდილება არავი ჰქონდა, თუმცა ახალ გამოწვევასაც მალევე აუღო ალღო და თავის მოსწავლეებთან ერთად, წარმატებით დაასრულა სასწავლო წელი.

როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი, ბავშვებს თავი რომ შეაყვაროს და რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისთვის, Etaloni.ge-ს ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგი, მზია მუშკუდიანი ესაუბრება.

- ქალბატონო მზია, დისტანციურ სწავლებას როგორ შეაფასებდით - ადვილად დაძლიეთ გამოწვევები?

- ეს, მართლაც სიახლე იყო ჩვენთვის და სიმართლე გითხრათ, ცოტა შევშინდით, ინტერნეტსაც არ ჰქონდა სათანადო სიჩქარე და ამ მხრივ გარკვეული წინააღმდეგობა შეგვხვდა, მაგრამ მესენჯერში შევქმენით ჯგუფები, შემდეგ დარეგისტრირდით „თიმსში“, ვიშველიებდით სატელეფონო კომუნიკაციას და საბოლოოდ, წარმატებით დავძლიეთ ყველა გამოწვევა. ბავშვებიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ, მოსწონდათ ონლაინ-გაკვეთილები და ხშირად, გაკვეთილის დაწყებას დაგეგმილზე ადრე მთხოვდნენ. დაგვეხმარნენ მშობლებიც და საბოლოოდ, წარმატებით დავასრულეთ სასწავლო წელი. ჩვენ სკოლაში 30 ბავშვია, ისედაც ახლოს ვართ ერთმანეთთან, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ დისტანციურმა სწავლებამ მეტად დააახლოვა მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი.

- საბოლოო შედეგით თუ ხართ კმაყოფილი?

- „თიმსში“ ბავშვები დავარეგისტრირეთ, ახალი სკოლის მოდელის ტრენინგებშიც ჩავერთეთ, კომპლექსურ დავალებებსაც გავეცანი და ვფიქრობ, გამოწვევა ნამდვილად დავძლიეთ; კლასის ხელმძღვანელიც ვარ და მუდმივად მქონდა კომუნიკაცია მშობლებთან, მასწავლებლებთან... უკმაყოფილო არავინ იყო. რა თქმა უნდა, უკეთესია და მეც დიდი სურვილი მაქვს, მალე დავბრუნდეთ სკოლის კედლებში - ბავშვებიც მოგვენატრა, ალბათ მათაც მოვენატრეთ, მაგრამ თუ ისევ დისტანციურზე მოგვიწევს გადასვლა, თამამად ვიტყვი, რომ ამ ამბავს მომზადებულები შევხვდებით.

- თუ აპირებთ, ახალ სასწავლო წელს შეამოწმოთ მოსწავლეების ცოდნის ხარისხი, რათა უკეთ გაიგოთ, რამდენად საფუძვლიანად შეისწავლეს პროგრამით გათვალისწინებული საკითხები?

- ვგეგმავ შემოწმებას, იყო რაღაცები, მაგრამ მიმაჩნია, რომ რაც აუცილებელი და ძირითადი იყო ბავშვებისთვის, რაც აუცილებლად უნდა სცოდნოდათ, ვასწავლეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ, როგორც კი დავბრუნდებით, ძირითადი საკითხები თავიდან გავიაროთ.

- თქვენზეც გვიამბეთ - რატომ მაინცდამაინც ისტორიის მასწავლებლობა?

- ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა ეს პროფესია, სკოლიდან სახლში დაბრუნებული, ვთამაშობდი, ჟურნალიც მქონდა, რომელსაც ვავსებდი და ასე ვთამაშობდი... რაც შეეხება ისტორიას, საგანი ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა, დღესაც ხშირად ვიხსენებ, როგორ გვიხსნიდა გაკვეთილს; და დღეს, როდესაც თავად შევდივარ გაკვეთილზე, ეს ყველაფერი თვალწინ წარმომიდგება ხოლმე.

-  თავად თუ ახერხებთ, თქვენ მოსწავლეებს ასევე შეაყვაროთ  საგანი?


- ვფიქრობ, საგანი უყვართ, რადგან ბევრი ირჩევს ისტორიას ეროვნულ გამოცდებზე... მეც ყველანაირად ვცდილობ, მხარში დავუდგე და ვფიქრობ, ჩემ გაკვეთილზე შემოსვლა ნამდვილად უხარიათ.  სულ ვცდილობ კარგი, მეგობრული დამოკიდებულება მქონდეს მოსწავლეებთან და როგორც თანატოლი, ისე ვდგავარ მათ გვერდით.

- თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს პედაგოგმა, რომ თანამედროვე ბავშვები გაკვეთილით დააინტერესოს?

- ვფიქრობ, პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა იყოს პროფესიონალი, სიახლეებს ეძებდეს და გაკვეთილზეც, საინტერესო მასალა შეიტანოს... ვფიქრობ, ამას მეც ვახერხებ, მცირეკონტინგენტიანი სკოლა გვაქვს, ბავშვებიც შვილებივით გვყავს.

- ასეთ დროს, რამდენად გრძნობთ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას?

- ადგილობრივი ხელისუფლებაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრიც და ჩვენი სკოლის დირექტორიც მუდმივად ჩენ გვერდითაა. რაც მთავარია, დროულად ვიგებთ ყველა ინფორმაციას, პანდემიის პირობებშიც, მუდმივად გვირეკავდნენ, გვეკითხებოდნენ, რაიმე ხომ არ გვჭირდებოდა და სკოლაც აბსოლუტურად მომზადებული შეხვდა შექმნილ მდგომარეობას.

- სასექტემბროდ რა მოლოდინი გაქვთ?

- იმედი მაქვს, სექტემბერში მოგვიწევს სკოლაში მისვლა და გაკვეთილის საკლასო ოთახში ჩატარება, მაგრამ თუკი მსგავსი განმეორდება, ტრენინგებსაც გავივლით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ ყველანაირ გამოწვევას და მჯერა, ყველაფერი იქნება კარგად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება