სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა შუახევის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებმა ოქროს და ვერცხლის მედლებზე დაამთავრეს
31-07-2020
-
+


დაბა შუახევის საჯარო სკოლას წელს ერთი ოქროს და ორი ვერცხლისმედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს. 

მედალოსნები არიან - რენა თავდგირიძე, მეგი ზოიძე და ლინდა ზოიძე. რენამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მეგიმ და ლინდამ კი ვერცხლის. 

ასევე საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს ლიზა პაქსაძემ და თინათინ დიასამიძემ. 

მოსწავლეებს წარმატებით სწავლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კომპიუტერით დააჯილდოებს. კომპიუტერს წარმატებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.

სკოლა მოსწავლეებს და კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„დაბა შუახევის საჯარო სკოლა ულოცავს სწავლის წარმატებით დასრულებას ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს: რენა თავდგირიძეს, მეგი ზოიძესა და ლინდა ზოიძეს, რომლებიც მედალოსნები არიან.

რენა ოქროს მედალოსანია, მეგი და ლინდა კი ვერცხლის. მშობლიური სკოლა და პედაგოგიური კოლექტივი უსურვებს მათ წარმატებებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ზოგადად ცხოვრების ყველა სფეროში.

სკოლა ასევე ულოცავს ჩვენი სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს: ლიზა პაქსაძესა და თინათინ დიასამიძეს, რომლებიც საბაზო ნიშნების საფუძველზე პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში დასჩუქრდებიან. ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება