სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩვენ უკვე მზად ვიქნებით შერეული სწავლებისთვის“ - მინისტრის მოადგილე ახალ სასწავლო წელზე
27-07-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა დისტანციური სწავლების პროცესი შეაჯამა და მომავალ სასწავლო წელს ჰიბრიდული მეთოდის გამოყენებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დისტანციური სწავლების პროცესში მიღწეულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

„უკვე გვაქვს გარკვეული სურათი, როგორც უმაღლესების ისე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ანუ სკოლებისთვის. ის მოლოდინები, რომელიც ჩვენ დასაწყისში გვქონდა კიდევ უფრო გამართლდა. ჩემს დამოკიდებულებას ხმამაღლა გამოვხატავ და გეტყვით, რომ ჩემთვის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა იმ რეალობამ, რომელიც ჩვენ შევძელით. რასაკვირველია იყო ხარვეზები, იყო ძალიან ბევრი მოულოდნელობა, მაგრამ ეს იყო ერთიანი ძალისხმევა და ორმხრივი თანამშრომლობა, როგორც ლექტორებისა და პროფესორების ისე მასწავლებლების მხრიდან ისე მოსწავლეების მხრიდან. ამ რეალობამ მოგვცა სურათი, რომელზეც ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას.

ვფიქრობთ, რომ წინა გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ უკვე გამოვიყენოთ გარკვეული კომპონენტები. ჩვენ უკვე მზად ვიქნებით შერეული სწავლებისთვის ისე, რომ ჰიბრიდული მეთოდისთვის ვიმსჯელოთ, რომელი კომპონენტების გამოყენება იქნება შესაძლებელი, ისეთი, რომელიც არ შეცვლის სწავლის შედეგს და სწავლა-სწავლების პროცესი იქნება კიდევ უფრო გამართული ვიდრე გაზაფხულის სემესტრში - თუ ამის საჭიროება დადგება, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება