სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლებში სრული განუკითხაობაა, კორუფციის ჭაობია სისტემაში“ - გამოცდიდან გამოსულ მასწავლებლობის მსურველებს დასაქმების იმედი არ აქვთ
23-07-2020
-
+


დღეს მასწავლებლობის მსურველებმა ფიზიკის, ქიმიის, სპორტის, ქართული ენისა და ლიტერატურისა (VII-XII კლასი) და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდები ჩააბარეს.

ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტების უმრავლესობას გამოცდის ჩაბარების მიუხედავად, სკოლაში დასაქმების იმედი არ აქვს - ეს განწყობა მათი კომენტარებიდან ჩანს. რაც შეეხება გამოცდის სირთულეს მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ წლევანდელი ტესტები რთულია. 

„ძალიან უკმაყოფილო ვარ, ფიზიკის ტესტები იყო თუ ფსიქოლოგიური წნეხი, ვერ გაიგებდი. რაღაც კი დავწერე, ვნახოთ...“.

„ჩვენ ყველანაირად დაგვჩაგრეს, ბარიერიც მაღალია და რომც ჩააბარო გამოცდა, მუშაობის დაწყებას ვერ ახერხებ. პროფესიაში შესვლის მსურველები დისკრიმინაციის მსხვერპლი ვართ. გაუშვან არაკომპეტენტური კადრები სკოლებიდან და დაგვასაქმონ ის ხალხი, ვისაც კომპეტენციის დადასტურებაც შეუძლია და თანამედროვეობასაც უწყობს ფეხს“.

„ლიტერატურული ნაწილი იყო, ტექსტის გააზრება არ ყოფილა. ვეფხისტყაოსანი, აბო, შუშანიკი... ამას მასწავლებელი რომ ვერ ჩააბარებს, იმას რა უნდა მოსთხოვო. ჩემ გვერდით მაძიებელი იჯდა და მაუსი ვერ მიიტანა კოდის ჩასაწერად. ასეთი საერთოდ არ უნდა გადიოდეს გამოცდაზე“.

„ქართულის გამოცდა იყო ურთულესი, წინა წლის ტესტები ნანახი მაქვს და ისინი ამ ტესტებთან შედარებით არაფერია. ზუსტად ვიცი, რომც ჩავაბარო, სკოლაში მუშაობას ვერ დავიწყებ. დიპლომს ძალა არ აქვს და რისთვის სწავლობს ადამიანი, რომ შემდეგ ამ შარში იყოს გახვეული? სკოლები გადაჭედილია არაკომპეტენტური კადრებით, ჩვენ კი შანსსაც არ გვიტოვებენ, ერთი წელი მაინც რომ ვასწავლოთ და დავრწმუნდეთ, გვინდა თუ არა ამ პროფესიაში დარჩენა“.

„ქიმია ჩავაბარე და არც საკითხები იყო მაინცდამაინც რთული. ვნახოთ ამ ყველაფერს როგორ გამოვიყენებ, იმედია დასაქმების შანსი მოგვეცემა. ამ საკითხებს მასწავლებლობის მსურველი რომ ვერ დაძლევს, ის არათუ სკოლაში უნდა შეუშვა, ქვეყნიდანაც უნდა გააძევო. ჩემთვის ტესტები იყო მარტივი!“.

„ვფიქრობ, უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა მქონოდა. ვინერვიულე, მაგრამ ის უფრო მაფიქრებს, მერე რა მოხდება - სკოლებში სრული განუკითხაობაა, ცალკე თანხებს ითხოვენ მუშაობა რომ დაგვაწყებინონ, ცალკე ამ უსტატუსოებს უწყობენ საქმეს. არც ჩვენ გვიშვებენ სკოლაში და საბოლოოდ იმას იტყვიან, აი, მასწავლებლების დეფიციტია და პრაქტიკოსები კიდევ უნდა დავტოვოთ, სხვა გზა არ გვაქვსო. არადა, ყველამ ვიცით, რაც ხდება - კორუფციის ჭაობია სისტემაში“.

„ურთულესი გამოცდა იყო და იცით რატომ? ჩაბარება რომ ვერ შევძლოთ და მერე ისევ პრაქტიკოსები დატოვონ სკოლაში. რით ვერ გაიგეს პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა, რომ მათი პარპაში დასრულდა. რამდენჯერ გადაუვადეს გამოცდა, უაღრესად გაუმარტივეს ყველაფერი და მაინც ვერ აბარებენ. ჰოდა, წადი შე დალოცვილო სახლში!“.

„უკვე ვეღარ ვხვდები, საერთოდ ღირდა თუ არა ამ გამოცდაზე გასვლა. ამხელა ბარიერი ვფიქრობ უსამართლობაა მაშინ, როდესაც ის მასწავლებლები, რომლებმაც კომპეტენცია ვერა და ვერ დაადასტურეს, სასათბურე პირობებში ჰყავთ“.

„საკითხები რთული იყო, თუმცა პირადად, ვფიქრობ, დავძლიე. ზოგადად, გამოცდას ყველა მასწავლებელი უნდა აბარებდეს, სხვაგვარად მათი კომპეტენტურობა საეჭვო ხდება“.

„ყველაზე დიდი უსამართლობაა ბარიერი. ჩავაბარე, კმაყოფილიც ვარ, მაგრამ რისთვის, ესაა საკითხავი! არ მესმის, რატომ მოგვეთხოვება პრაქტიკოსებზე მეტი. ისედაც ყველანაირად ჩვენზე პრივილეგირებულები არიან“.

მასწავლებლობის მსურველების გამოცდა ხვალ მათემატიკის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ბიოლოგიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); გეოგრაფიისა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) და მუსიკის ტესტირებით გაგრძელდება. პრაქტიკოსი პედაგოგები კი გამოცდას შემოდგომით ჩააბარებენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება