| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ონლაინ სწავლება გახდება კორონას შემდგომი ეპოქის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ჯერჯერობით სწავლის საკლასო ოთახებში დაწყების სცენარს განიხილავენ:
„გუშინწინაც გვქონდა განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა და ვიმსჯელეთ სკოლაში სწავლის განახლების საკითხზე. თუ ასეთი ეპიდსიტუაცია დავიჭირეთ და შემთხვევების ასე გვექნება, როგორც ახლა გვაქვს, ეს არ არის საფრთხილო და სწავლის დაწყებას ხელი არ უნდა შეუშალოს. შეიძლება ცვლილებები შევიდეს თვითონ პროცესში. რაც მთავარია, მუშავდება დამატებითი სანიტარული წესები სკოლებში სწორად დასაცავად და მონიტორინგი სკოლაში პროცესებისა, ასეთ სიტუაციაში ხელის შემშლელი არ უნდა იყოს სწავლის დაწყებისთვის. ჩვენ სხვა სცენარს ჯერ არ განვიხილავთ, თუმცა იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, სხვა სცენარების არსებობს. ეს შეიძლება იყოს ნაწილობრივ ონლაინ ჩართვები და ასე შემდეგ.
ონლაინ სწავლება გახდება კორონას შემდგომი ეპოქის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. ეს სისტემა მუშავდება და რაც მთავარია ტექნოლოგიები ისეა დახვეწილი, ძალიან კარგად მუშაობს“ - განაცხადა გამყრელიძემ.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა