TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წესები, რომლებიც მასწავლებელთა გამოცდაზე უნდა დაიცვათ - რა მოგეთხოვებათ საგამოცდო სეტორში?
21-07-2020
-
+


პირბადე, თერმოსკრინინგი, დისტანცია და დამცავი ფარით აღჭურვილი მაგიდები - ეს არის მთავარი წესები, რომლებიც ახალი პროტოკოლით გამოცდებზე მოქმედებს. პანდემიის გამო ამოქმედებულ ახალ შეზღუდვებს მასწავლებელთა გამოცდაზეც დაიცავენ. მაძიებელი პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველების გამოცდები 22 ივლისს დაიწყება. 

ჩვენ დეტალურად გაგაცნობთ ყველა რეგულაციას:

  • საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლით თერმოსკრინინგს;
  • ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით;
  • მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი,  ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი;
  • საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება;

რეკომენდირებულია თავად იქონიოთ პირბადე, თუმცა თუ არ გექნებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს

გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

  • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
  • ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე საკუთარ მაგიდასთან განთავსებამდე.
  • გამოცდის ჩაბარების პერიოდში შესაძლებლობა ექნება პირბადე მოიხსნას, რადგან დისტანცია იქნება დაცული.
  • ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა +30 გრადუსამდე გაიზრდება, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. 
  • კონდიციონერის ჩართვისას აუცილებელია პირბადის გამოყენება

ამასთან, თან  უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით. 

ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი.

ცნობისთვის ხვალიდან  გამოცდის ჩაბარებას მასწავლებლობის მსურველები და მაძიებელი სტატუსის მქონე პედაგოგები შეძლებენ. პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდა შემოდგომამდე გადავადდა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება