| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„თუ გყავთ სკოლაში წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ. მათ ისეთი ვალდებულებები და კომპეტენციები მოეთხოვებათ, რომ აღარ არის საჭირო დირექტორი, აღარც მერები/გამგებლები და მინისტრები დაგვჭირდება. (მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ზოგადი მიმოხილვა)
მასწავლებლის ახალი სტანდარტი, რომელიც მიიღეს 2020 წლის 30 ივნისს # 67/ნ ბრძანებით შევადაროთ ძველ სტანდარტს, რომელიც 2008 წელს N# 1014 ბრძანებითაა მიღებული. (წერია რომ ცვლილება შეიტანეს ძველში, მაგრამ არსებითად ახალი დოკუმენტია!)
სტანდარტი- პირველ დოკუმენტში განმარტებულია, როგორც პროფესიული განვითარების, ხოლო ახალში პროფესიული რეგულირების დოკუმენტად!
ძველი სტანდარტი 3 ნაწილისგან შედგებოდა:
1.ა) პროფესიული მახასიათებლები; (პროფესიული მახასიათებლები გულისხმობს ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ერთობლიობას ყველა კატეგორიის მასწავლებლისთვის).
1.ბ) მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვა;
ახალ დოკუმენტში- 2.ა) სასწავლო პროცესი;
1.გ) პროფესიული განვითარება.
ახალ სტანდარტში- 2.ბ) პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა.
ანუ განვითარება ჩანაცვლდა რეგულირებით და პასუხისმგებლობით!
ახალ სტანდარტში საერთოდ ამოაგდეს პროფესიული კომპეტენციები რომელიც ძველში 91 გვერდზეა გაწერილი ყველა საგნის და საფეხურის მასწავლებლისთვის. აქ არის გაწერილი პროფესიული უნარ-ჩვევები და ცოდნა, რომელიც შემდგომ საჭიროა, როგორც ახალ სტანდარტში წერია მუხლი 2.პუნქტი 2
დ) მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის პროგრამებისა და ტესტური ინსტრუმენტების შესაქმნელად;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისთვის;
ვ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შინაარსის განსაზღვრისა და პასუხისმგებელი უწყების მიერ ამ პროგრამების აკრედიტაციისთვის;..
თ) მასწავლებლობის მსურველის კომპეტენციების განსაზღვრისა და შეფასებისთვის;
ანუ ეს ნიშნავს რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა,რომლებიც მასწავლებლებს ზრდის, ნაეკმა, რომელიც მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდებს ამზადებს, მასწავლებელთა სახლი რომელიც ტრენინგებს ამზადებს და ა.შ. - აღარ აქვთ ოფიციალური დოკუმენტი რომელსაც უნდა დაეყრდნოს.
თუ ვინმე იტყვის რომ ესგ-ში ხომ არის გაწერილი კომპეტენციებიო, ის საგნობრივი კომპეტენციები შექმნილია მოსწავლეებისთვის.
მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციები, უნარ-ჩვევები და ცოდნა კი გაწერილი უნდა იყოს სტანდარტში ან არსებობდეს ცალკე დოკუმენტი.
ისმის კითხვა თუ ახალ სტანდარტში აღარ გვაქვს პროფესიული კომპეტენციები რითი უნდა იხელმძღვანელონ ზ.ა. ორგანიზაციებმა?
მთელ სტანდარტში არ მოიძებნა ადგილი სიტყვა „პატრიოტულისთვის“!
თუ ჩავხედავთ მეორე თავს - სასწავლო პროცესი- გეგონება ვიღაცამ პირდაპირ ტრენინგის თემები ჩამოწერა.
რაც შეეხება წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, მათთვის არის დამატებითი ვალდებულებები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წამყვანს ბევრად მეტი ვალდებულება აქვს ვიდრე მენტორს, (ვერ ნახავთ ჩანაწერს რომ მენტორს წამყვანის ვალდებულებებთან ერთად ემატება დამატებითი მოთხოვნები).
მეგობრებო თუ გყავთ სკოლაში წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ. მათ ისეთი ვალდებულებები და კომპეტენციები მოეთხოვებათ რომ აღარ არის საჭირო დირექტორი (სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ამყარებს კომუნიკაციას და თანამშრომლობს მესამე პირებთან; შეუძლია სკოლის სტრატეგიული გეგმის შემუშავება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით).
აღარც მერები/გამგებლები და მინისტრები გვჭირდება (ატარებს სკოლის/ადგილობრივი ადგილობრივი საზოგადოების(თემის) საჭიროების კვლევებს, მიგნებებს იყენებს სკოლის/თემის განვითარების მიზნით; აქვს ჩამოყალიბებული რეგიონის განვითარების ხედვა; შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნულ დონეზე ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით; ამყარებს კონტაქტებს საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად..)
და ყველაზე შემაშფოთებელი რაც ამ დოკუმენტშია მხოლოდ მენტორი მასწავლებელია ვალდებული ქონდეს კარგად განვითარებული აკადემიური და ფუნქციური წერის უნარები“.
საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა
სკოლის ფორმებისთვის 46 მილიონ ლარამდეა საჭირო - სამინისტრო გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
თბილისის ბაღში 2 წლის ბავშვს ძიძა სცემდა - „ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს ჩემს შვილს! როგორ ტირის და არავინ შველის!“
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„ჩვენი სკოლის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემა, არამედ მოსწავლეებში პრაქტიკული უნარების განვითარება“...
19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...