სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაგვიანების კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა - „ნაეკი“ აბიტურიენტებსა და გულშემატკივრებს მიმართავს
11-07-2020
-
+


დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა, გამოცდაზე კი დარეგისტრირებული აპლიკანტების 5%-ზე მეტი არ გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. 

„დარეგისტრირებულებიდან საგამოცდო ცენტრში 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. დაიგვიანა ორმა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და დღეს, 11 ივლისს სრულდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა. საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები",- აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ზედმიწევნით იცავს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც შემუშავდა ჯანდაცვის ამინისტროს მიერ.

„საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ერთ-ერთ აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს იყო გასული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. მას გამოცდაზე შესვლის მომენტში არც ტემპერატურა და არც დამატებითი რესპირაციული სიმპტომები არ ჰქონდა. ყველა ის აბიტურიენტი, რომლებიც იმყოფებოდნენ მასთან ერთად სექტორში, შესაბამისი წესების დაცვით გააგრძელებენ საგამოცდო პროცესს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმიწევნით იცავს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. მოეწყო სპეციალური საგამოცდო სივრცეები, რომლებშიც აბიტურიენტები შედიან წესების სრული დაცვით. სესიის დასრულებისთანავე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გამოცდებში მონაწილეებსა და მათ გულშემატკივრებს მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები. ცენტრი ასევე მადლობას უხდის აბიტურიენტებს, რომლებიც პანდემიის პირობებში განსაკუთრებული ორგანიზებულობითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.", - აღნიშნულია განცხადებაში

12 ივლისიდან საგამოცდო პროცესი ისტორიის გამოცდით გაგრძელდება.

იხილეთ ასევე: მე ჯაყო დავწერე, „ვეფხისტყაოსანი” არ შემხვედრია - გაურკვევლობა საგამოცდო ცენტრში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება