სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ერთად ეს შევძელით“ - მარტყოფის N2 საჯარო სკოლის დირექციამ სასწავლო წელი შეაჯამა და სასკოლო საზოგადოებას მიმართა
10-07-2020
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N2 საჯარო სკოლის დირექციამ ვრცელი წერილი გაავრცელა, სადაც დისტანციური სასწავლო პროცესი შეაფასა და ყველას მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისა და ონლაინგაკვეთილებში ჩართულობისთვის. დირექციამ ამავე წერილში XII კლასელებს მიმართა და სკოლის დამთავრება მიულოცა:

„გვინდა დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოგილოცოთ სასწავლო წლის დასრულება ჩვენო ფერადო, საყვარელო და მონატრებულო ბავშვებო. განსაკუთრებულ მილოცვას მე-12 კლასის მოსწავლეებს ვუგზავნით. თქვენი ბოლო ზარი არ იყო ისეთი, როგორზეც თქვენ ოცნებობდით... იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად გამოიყენებთ თქვენ უნარებსა და შესაძლებლობებს და გახდებით რეალიზებული ადამიანები, თქვენ უნდა გახადოთ სამყარო უკეთესი, არ უნდა შეგეშინდეთ სიძნელეების, რადგანაც - სულიერად ჯანმრთელი, ფიზიკურად ძლიერი და გონიერი თაობა ხართ. გისურვებთ წარმატებულ, მშვიდობიან და ბედნიერ მომავალს. 

მოგეხსენებათ, ძალიან რთული რეალობის პირისპირ აღმოვჩნდით სულ რამდენიმე თვის წინ - ახალი კორონავირუსის გამო მოგვიწია დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, რაც მართლაც, რომ არ იყო მარტივი, თუმცა, დაუღალავი შრომისა და მონდომების შედეგად ჩვენ ეს შევძელით! შევძელით, მაგრამ არა მარტოებმა, უზარმაზარია თქვენი წვლილი ჩვენო ძვირფასო მშობლებო, თქვენი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში სრულფასოვნად წარმართვა, მაგრამ ჩვენ ერთად ეს შევძელით, რისთვისაც ძალიან, ძალიან დიდ მადლობას გიხდით. 

შესაძლოა იფიქროთ, რომ სუბიექტურები ვართ, მაგრამ წარმოუდგენელია არ აღვნიშნოთ სიხარულით და დიდი პატივისცემით ჩვენი მასწავლებლების დაუღალავი შრომა და თავდადება, რომლებმაც არ დაიშურეს ძალა და ენერგია, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სასწავლო პროცესისთვის არ მოეწყვიტათ მოსწავლეები. მართლაც, სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებოდით თქვენი თვალით რომ გენახათ როგორ გადადეს თავი ამ ადამიანებმა და დაიწყეს დისტანციური მიდგომების, ახალი საშუალებების შესწავლა იმისთვის, რომ ჩვენი პატარებისთვის ისედაც რთული პერიოდი, უფრო ფერადი და საინტერესო ონლაინ გაკვეთილებით შეემსუბუქებინათ. ძალიან დიდი მადლობა სპეციალურ მასწავლებლებს, ისინი მუდმივად მუშაობდნენ ბავშვებთან. არა მარტო დისტანციურად, არამედ ფიზიკური სახით აწვდიდნენ მათ დავალებებს, დიდი მადლობა სკოლის უკლებლივ ყველა თანამშრომელს, რომლებმაც კეთილსინდისიერად შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. 

რა თქმა უნდა, ხარვეზები გვქონდა, მაგრამ ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ხარვეზების გარეშეც. 

და ბოლოს, ჩვენო პატარებო, არც კი ვიცით რა დავწეროთ. როცა თქვენზე ვფიქრობთ მხოლოდ ერთი სიტყვა გვიტრიალებს გონებაში - მონატრება. გვენატრებით საოცრად. ვერ წარმოიდგენთ, რა ძნელია სკოლის დერეფნების ყურება თქვენ გარეშე, თქვენი ჟრიამულის და სიფერადის გარეშე, თამაშების, რომლებსაც დასვენებებზე თამაშობდით, ბედნიერი თვალების, სიმღერის, თქვენი საოცრად კარგი, ლამაზი ღონისძიებების... 

სკოლა მხოლოდ შენობა არ არის, ეს არის ოჯახი, რომელსაც თქვენ, ჩვენ ყველა ერთად ვაშენებთ.
ყველაზე დიდი მადლობა გვინდა გითხრათ, ყველას, თითოეულ მოსწავლეს იმ შრომისთვის და ჩართულობისთვის რაც ამ პერიოდში გვაჩვენეთ. არ აქვს მნიშვნელობა ყველა გაკვეთილს დაესწარი თუ რამდენიმე გააცდინე, გვესმის შენი და ვიცით რა რთული იყო ასეთ უჩვეულო ვითარებაში „ვირტუალურ“ გაკვეთილებზე ყოფნა. ამიტომ მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა.

საინტერესო, თავგადასავლებით და ბედნიერი მომენტებით სავსე ზაფხულს გისურვებთ, ძალიან გვიყვარხართ, ძალიან და იმედი გვაქვს, რომ სექტემბერში ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მოტივირებულები, ახალი შემართებით, ენერგიით, საინტერესო იდეებით და ერთმანეთის სიყვარულით სავსეები.

სიყვარულით და პატივისცემით:
მარტყოფის N2 საჯარო სკოლა“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მუსიკალური ნომრები და შემოქმედებითი წარმოდგენები წარადგინეს
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება