სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე XXI საუკუნის მასწავლებელზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს
09-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.

წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე XXI საუკუნის მასწავლებელზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს:

„არ ახალია, რომ პედაგოგობა ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა. მასწავლებელი ყველა დროში უდიდეს როლს თამაშობდა ინდივიდებისა და საზოგადოების წინსვლასა და ფორმირებაში. ყველა პრობლემის ანალიზისას მივდივართ განათლების პრობლემასთან, ამიტომ განუზომელია მასწავლებლის როლი საზოგადოების სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. ჩვენი საუკუნის გამოწვევები გვიბიძგებს, მეტი დრო დავუთმოთ თვითგანვითარებას, რათა ახალ რეალობაში მოზარდისთვის საინტერესო ფორმისა და შინაარსის ცოდნის მიწოდება შევძლოთ. ყველა პედაგოგი აღჭურვილი უნდა იყოს საგნის და უნარ-ჩვევების სათანადო კომპეტენციით (კლასის მართვის, საგაკვეთილო პროცესის სწორი დაგეგმვისა და შეფასების, კონფლიქტების მართვის, ტექნოლოგიების ცოდნისა და სხვ.), იყოს ღია თანამშრომლობისთვის, სიახლეებისთვის, უყვარდეს თავისი საქმე, მუდმივად ზრუნავდეს განვითარებაზე, ფლობდეს ინფორმაციას თანამედროვე მიდგომების შესახებ, იყოს ობიექტური და სხვ. მასწავლებლის კომპეტენციაზე ხშირად მომისმენია მოსაზრებები, მათ შორის, ბევრი უარყოფოთიც, თუმცა პანდემიის პირობებში გაწეული უდიდესი შრომისათვის  მასწავლებლის როლსა და კომპეტენციაზე მხოლოდ აღფრთოვანება და მადლიერება ისმის. პედაგოგთა მთელმა კორპუსმა შეძლო ოპერატიულად და წარმატებით დაეძლია ახალი რეალობით გამოწვეული სირთულეები და დაესრულებინა სასწავლო წელი. როგორც ბისმარკი ამბობდა: „ომს იგებს არა მხედარმთავარი, არამედ სოფლის მასწავლებელი“. ჩვენ ეს ომი ღირსეულად მოვიგეთ!“-წერს დირექტორი.

სტატია გამოგზავნილია - თემის - თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება