სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვინც ფიქრობს, ასეთი საოცარი სკოლა არ არსებობს, ცდება“-საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლადამთავრებული სკოლის წლებს აჯამებს
09-07-2020
-
+


„მხოლოდ ბედნიერი მომენტები მახსენდება“- წერს სკოლაზე საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ბერიანი და სკოლის წლებს აჯამებს.

„სკოლა- ამ სიტყვის გაგონებისას თითოეულ ჩვენგანს რაღაც კარგი გვახსენდება, ჩვენი ცხოვრების 12 წელი, რომელიც სავსეა უამრავი მხიარული თუ სევდიანი ისტორიით. რაც შეეხება სასულიეროს, ამ შემთხვევაში მხოლოდ ბედნიერი მომენტები მახსენდება, ყოველგვარი ნეგატივის გარეშე. ახლა ამ სკოლის კურსდამთავრებული მქვია და ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ დრო არ მეყოფა. ამიტომ მოდი დავბრუნდეთ ზუსტად სამი წლის წინ და მე აღგიწერთ როგორ გავხდი „სასულიეროელი“.
2017 წლის ზაფხული იყო როცა ჩემმა მშობლებმა ჩემთვის სკოლის შეცვლა გადაწყვიტეს. არჩევანი სასულიეროზე შეჩერდა და გადაწყდა რომ იქ გადავდიოდი. რა ვიგრძენი ახლაც მახსოვს, პირველი შიში იყო, მერე ფორიაქი და სულ ბოლოს სულ მცირე სიხარული. არ მინდოდა სხვაგან გადასვლა და ახალ გარემოსთან შეგუება, თუმცა სხვა გზა არ მქონდა.
გადასვლამდე გასაუბრება მქონდა გასავლელი ნინო მასწავლებელთან, ძალიან ვღელავდი და იმაზე ვფიქრობდი როგორი იქნებოდა მკაცრი თუ ლმობიერი. დანახვისთანავე მივხვდი რომ ეს ქალი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა და ასეც მოხვდა.
დადგა 18 სექტემბერი, დღე რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება, მაშინ პირველად მოვედი სასულიეროში მოსწავლის სტატუსით, მსგავსი სიხარული და სიყვარული მოსწავლესა და მასწავლებელს შორის აქამდე არ მენახა და ვერც წარმომედგინა. მაშინ დავუსვი ჩემს თავს შეკითხვა: შევძლებდი მათი ნაწილი გავმხდარიყავი?
სწორედ იმ დღეს გავიცანი ის ადამიანები, რომლებმაც დიდი სიყვარულით მიმიღეს, მასწავლეს რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარი შრომა და მონდომება, მათი დახმარებით ვისწავლე მეგობრობა, სიყვარული, ერთმანეთის გვერდში დგომა, პატივისცემა და ერთიანობა.
ამ სკოლამ ბევრი რამ მომცა, საკუთარი თავი აღმომაჩენინა და მომავალი დამაგეგმვინა, თუმცა ეს არ არის ყველაზე მთავარი, მისი დახმარებით მე უფალს დავუახლოვდი, ეს კი ყველაზე მთავარია ჩემთვის. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მეუფე ეფრემს და მამა პეტრეს, რომ არა თქვენ ეს სკოლა არ იარსებებდა და ბევრი ბავშვი ვერ ეზიარებოდა ჭეშმარიტებას, მადლობა თქვენ, რომ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების ეს წლები ასეთი სრულყოფილი გამეხადა.
ახლა ისევ ვზივარ და ვიხსენებ ბოლო დღეს სკოლაში, რა გავაკეთე? როგორ დავტოვე ჩვენი ლამაზი ეზო? მაგრამ ვერ ვიხსენებ. ალბათ იმიტომ რომ სკოლაში ბოლო დღე არ არსებობს, აქ ყოველთვის ვიქნებით, დაგველოდებიან და ისეთი დიდი სიყვარულით მიგვიღებენ, როგორც პირველ დღეს, ისევ ისე ჩაგვეხუტება ნინო მასწავლებელი და ისევ დიდი სიხარულით შემოვაბიჯებთ ამ ეზოში.
ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ გამიჭირდებოდა თქვენი დატოვება. თავს ერთი რამით ვინუგეშებ, ვიცი მუდამ ჩემს გულში იქნებით. სასულიერო ეს არის სახელი რომლის გაგონებაზეც გული სიხარულით მევსება, ვამაყობ იმით რომ მქვია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე.
ხშირად უკითხავთ როგორ შეიძლება ასე გიყვარდეს სკოლა და მასწავლებლებიო? მე ვპასუხობ - ეს უბრალოდ სკოლა არ არის, ეს ერთი დიდი ოჯახია სადაც ყოველთვის სიყვარულით მიგიღებენ, გაუხარდებათ ჩემი მისვლა და ეს არ იქნება ყალბი გრძნობა. აი სწორედ ეს გამოგვარჩევს ჩვენ სხვა სკოლებისგან - ჭეშმარიტი გრძნობები.
რთულია ასე მოკლედ გადმოვცე რას ვგრძნობ და რას ვფიქრობ, იქნებ წიგნიც კი დავწერო სკოლაზე. ბოლოს ერთს ვიტყვი: ვინც ფიქრობს რომ ამ ქვეყნად ასეთი საოცარი სკოლა არ არსებობს ვეტყვი რომ ცდება, ეს არსებობს, ბოლნისში, პეტრე იბერის ქუჩაზე როცა აღმოჩნდებით გზის მარჯვენა მხარეს დგას პატარა, თბილი შენობა, რომელსაც სიყვარული ათბობს, ლურჯი ჭიშკარი ამშვენებს, როგორც კი ფეხს შედგამთ მიხვდებით რატომ ვუწოდებ მას სამოთხეს. სამოთხეს სადაც ყოველთვის ღიმილიანი სახეებით და დიდი სიყვარულით გველიან“,-წერს მარიამ ბერიანი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება