სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვიყვარხართ და გაფასებთ“ - ახალი საყულიის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან
08-07-2020
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ახალი საყულიის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები პირველ მასწავლებელს ხათუნა გუგავას ემოციური წერილით გამოემშვიდობნენ და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

„დამთავრდა 2020 წლის სასწავლო წელი. დავამთავრეთ არც თუ ისე სასიამოვნოდ. (ასე გამოწვია ამ პანდემიამ) დავამთავრეთ მეოთხე კლასი და დავემშვიდობეთ ჩვენს პირველ მასწავლებელს - ხათუნა გუგავას, მთელი მეოთხე კლასის მოსწავლეების.... თამთა ჭელიძის, ნათია ლიპარტელიანის, გურამ კვასტიანის, ლევან კვასტიანის, სანდრო ლიპარტელიანის, გიორგი ჩანქსელიანის, პეტრე ონიანის, გიორგი ქურასბედიანის, გიორგი ჩანქსელიანის, ვახო მუკბანიანის და მათი მშობლების - შორენა ბერდიას, ნათია ონიანის, ნესტან ჯანელიძის, ნინო ჭუმბურიძის, ფიქრია ასათაინის, ლია ლიპარტელიანის, მარინა ჩანქსელიანის,  ბელა ლიპარტელიანის, თამრიკო ხაბულიანის სახელით მადლობას გიხდით ხათუნა მასწავლებელო გაწეული შრომისთვის და ღვაწლისთვის.

მადლობას გიხდით ყოველი ჩატარებული გაკვეთილისთვის და იმ დაუზარელი შრომისთვის რაც ჩვენი შვილებისთვის გაგიწევიათ ამ 4 წლის განმავლობაში. დაგფასებოდეს ყოველი წუთი და საათი ჩვენი შვილებისთვის რაც კი გქონდეს დახარჯული. ჩვენს მერე ხომ თქვენ გაგიხარდება ჩვენი შვილების წარმატება....ჩვენს შვილებს ძალიან კარგად ესმით და ძალიან კარგად შეასწავლეთ თქვენ თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი და ნამდვილი მოსწავლე. უღრმესი მადლობა ჩვენო ტკბილო პირველო მასწავლებელო ყველაფრისთვის და გჯეროდეს ჩვენს ბავშვებს მუდამ ეყვარებით ძალიან. ყველაფერი კარგი გვემეტება თქვენთვის ხათუნა მასწავლებელო. გვიყვარხართ და გაფასებთ. იცოდეთ თქვენი ღვაწლი და ამაგი ჩვენს შვილებს გაყვებათ ცხოვრების ბოლომდე და შენ სამაგალითო მასწავლებელი იქნები მუდამ ჩვენი შვილებისთვის.ძალიან გვიყვარხარ მშობლებს და შენს მოსწავლეებსაც. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ“, - ნათქვამია მადლობის წერილში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება