სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

14 წლის ასაკში დაკარგული მხედველობის მიუხედავად, ლევ პონტრიაგინი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მათემატიკოსი გახდა
25-11-2017
-
+


ერთ დღესაც სკოლაში სიარული შეწყვიტა ერთმა ბიჭუნამ. რამდენიმეკვირიანი გაცდენების შემდეგ კლასელებმა ის სახლში მოინახულეს.
 
მოსწავლეებს კარი აცრემლებულმა დედამ გაუღო და უთხრა: 

 
- ლევი თქვენთან ერთად ვეღარ ისწავლის. მას ოპერაცია გაუკეთეს, დაბრმავდა და სკოლაში სიარულს ვეღარ შესძლებს.
 
რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ, ბავშვებმა დედას უთხრეს:  
 
- ჩვენ მას რიგრიგობით გავყვებით სკოლაში, სახლშიც მოვაცილებთ, გაკვეთილებსაც მოვამზადებინებთ. 

აცრემლებულმა დედამ ამხანაგები ლევის ოთახში შეიყვანა.  
 
თვალებახვეული ლევი ოთახში დაბნეული იდგა.  
 
''მე ხვალ გაგყვები სკოლაში; მე მოგიყვები რა გავიარეთ ალგებრაში.'' - მეგობრები ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს.  
 
ლევი ამხანაგებს დაბნეული უქნევდა თავს. წამოსვლის შემდეგ, მეგობრებმა შეადგინეს გეგმა, თუ ვინ რომელ დღეს წაჰყვებოდა სკოლაში, ვინ რას აუხსნიდა. სკოლაში, ლევის გვერდზე მჯდომი თანაკლასელი გაგკვეთილის მსვლელობისას ხმადაბლა ეჩურჩულებოდა, თუ რას წერდა მასწავლებელი დაფაზე.  
 
ლევმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ინსტიტუტშიც ჩააბარა.  
 
14 წლის ასაკში დაკარგული მხედველობის მიუხედავად, ლევის მონდომებამ და მეგობრების დახმარებამ შედეგი გამოიღო და ლევ პონტრიაგინი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მათემატიკოსი გახდა. მან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ალგებრულ და დიფერენციაციულ ტოპოლოგიაში, ვარიაციულ გამოთვლასა და მართვის თეორიაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება