სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კარგი მასწავლებელი მუდამ ახლის ძიებაშია“ - თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი გვიზიარებს მოსაზრებას თუ როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი
06-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ და მისაბაძ მასწავლებლებს წარმოაჩენენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე გვიზიარებს მოსაზრებას თუ როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი. 

„პირველ რიგში მასწავლებელი უნდა იყოს ღირსეული პიროვნება თავისი ადამიანობით, ინტელექტით, შინაგანი და გარეგანი კულტურით. იგი აღჭურვილი უნდა იყოს ახლებური ცოდნით, იდეებით, თანამედროვე მიდგომებითა და მეთოდებით, კარგად უნდა ფლობდეს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებს – დროის შესაბამისად. გაგვიგონია: „მასწავლებელი დროს არ უნდა ჩამორჩეს“, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი მასწავლებელი მუდამ ახლის ძიებაშია.

დრომ მოიტანა სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის აუცილებლობაც.ამ პროცესში მოსწავლეებს დააკლდათ მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობი შემდეგი გარემოებები, როგორიცაა: სკოლის შესასვლელიდან დაწყებული მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ესთეტიკური– უსაფრთხო სასკოლო გარემო, საკლასო ოთახი ყოველდღიური საიხლეებითა და გარკვეულად ჩამოყალიბებული „კლასში ქცევის წესებით“, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას და ურთიერთობისას გამოხატული ქცევებით გამოწვეული ემოციები. ასევე სკოლაში საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის განწყობაზე მასწავლებელს შეუძლია დადებითი გავლენის მოხდენა, სხვადასხვა თვალსაჩინოებების გარდა, მისი ხმის ტემბრის, ტონის, მიხვრა–მოხრის, ჟესტიკულაციის, გარეგნობის,გამომეტყველების უნარის საშუალებით და სხვა.

21-ე საუკუნის მასწავლებელმა უნდა შეძლოს აქ ჩამოთვლილი გარემოებების ჩანაცვლება დისტანციურად, ონლაინ სწავლებისას. ამას კი სჭირდება ფიქრი, ბევრი ფიქრი იმ სიახლეებზე, რაც დრომ მოიტანა.

მასწავლებელი აუცილებლად უნდა ფლობდეს სიყვარულის უნარს- მოსწავლე მასში უნდა ხედავდეს მზრუნველს, უნდა ენდობოდეს მას.

მასწავლებელს ასევე უნდა გააჩნდეს თითოეული მოსწავლის შინაგანი სამყაროს შეცნობის, მისი ინტერესების, გატაცებების და შესაძლებლობების დანახვის უნარი, ამ უნარების ცოდნა მასწავლებელს დაეხმარება იმ მეთოდების და მიდგომების სწორად შერჩევაში, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება ცოდნის სწორად გამოყენების, ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიების და ანალიზის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარებაში. ეს ყველაფერი კი ჰარმონიულად განვითარებულ თაობას მოგვცემს“,- წერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება