სიახლეები
სკოლები

„იგი მუდმივ ძიებაშია“ - წყალტუბოს N4 სკოლის დირექტორი ერთ-ერთ გამორჩეულ პედაგოგს, ხათუნა ქუთათელაძეს გვაცნობს
06-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ და მისაბაძ მასწავლებლებს წარმოაჩენენ.

წყალტუბოს N4 სკოლის დირექტორი მაია ნუცუბიძე-ქობულია თანამედროვე მასწავლებლის ნიშან-თვისებებზე საუბრისას სკოლის ერთ-ერთ გამორჩეულ პედაგოგს, ხათუნა ქუთათელაძეს გვაცნობს.

„გამოწვევები მასწავლებლის მიმართ ყოველთვის იყო, რა თქმა უნდა სხვადსხვა სახის.

ის რომ მასწავლებელი იყოს მაღალი პროფესიონალიზმის, კეთილშობილი, დიდი სიყვარულის მატარებელი, გაწონასწორებული, ღირსეული ქმედებითა და სიტყვით, სიახლეებისადმი მუდმივი სწრაფვით გამორჩეული, გაუნელებელი სურვილით სრულყოფდეს თავის უნარ-ჩვევებს, მოსწავლის მიმართ იყოს მეგობრული, შთააგონებდეს მუდამ - „შენ ეს შეგიძლია!“- ეს თვისებები ჩვენ მუდამ მოგვეთხოვებოდა და მეც ასე ვეცადე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის უკვე 36 წლის განმავლობაში.

თანამედროვე ეტაპზე ამ გამოწვევებს დაემატა შრომატევადი მოთხოვნა, ვფლობდეთ ელექტრონულ რესურსებს მაღალ დონეზე.

გლობალურმა გამოწვევებმა დაგვანახა, რომ მასწავლებლებმა დიდი გამოცდა ღირსეულად ჩააბარეს.

და მაინც როგორი უნდა იყოს დღევანდელი მასწავლებელი? რა მიდგომები უნდა გააჩნდეს მოსწავლის მიმართ? რა უნარებს ფლობდეს?

ადამიანი ფიქრისთვისააო, ჰოდა მეც სულ ვფიქრობ, ვფიქრობ კოლეგებზე, ჩემს მე-5 შვილზე სკოლაზე თავის 228 მოსწავლესთან ერთად, ჩემს მშობლებზე, ყველაზე.

ვფიქრობ ამ გლობალური გამოწვევების ფონზე, გლობალურ პასუხისმგებლობებზე, იმ მასწავლებლებზე, რომლებსაც სხვადასხვა პლატფორმაზე ხანდახან ერთი და იგივე გაკვეთილების დაუზარებლად, რამოდენიმეჯერ ჩატარება უხდებოდათ, მოტივით: ოღონდ ბავშვმა ისწავლოს და არ გამოეთიშოს სასწავლო პროცესს!

მინდოდა სასწავლო წლის ბოლოს, რომელიმე გამომერჩია, სიგელი გადამეცა ამ დიდი პასუხისმგებლობისათვის, მაგრამ ისეთი ერთგულებით მუშაობდა ყველა მათგანი, ვერ გამოვარჩიე და ყველას ერთად გამოვუცხადე მადლობა (დამეთანხმებით, ალბათ კარგი სიტყვა, უბრალოდ მადლიერების გამოხატვა, ეს ყველა ადამიანს უხარია და სიამოვნებს).

თქვენი წერილის შემდეგ გამოვარჩიე ერთი მათგანი. ეს გახლავთ მე-2 კლასის დამრიგებელი ხათუნა ქუთათელაძე.

ქალბ.ხათუნა ზრუნავს და შრომობს ისეთი რუდუნებით, როგორც მისი კოლეგების უმრავლესობა, მაგრამ მას აქვს ისეთი თვისებები, რომელიც მას ბევრისგან გამოარჩევს. ეს არის მუდმივი ძიება და რაც მთავარია ძიებით მიღებული სიახლეების ბავშვებამდე მიტანა, ისევ მათი ინტელექტუალური განვითარების გასაუმჯობესებლად.

იგი დიდი ოჯახის დიასახლისია, 4 შვილის დედა თავისი დიდი ტკივილებითა და სიხარულებით. ვიცი, როგორ ათენებს სიახლეების ძიებაში ღამეებს.

დისტანციურ სწავლებაზე გადასული იყო ჯერ კიდევ „თიმსის“ პლატფორმის ამოქმედებამდე, ხოლო პლატფორმის შექმნის შემდგომ, ყველა ბავშვი ჩართული ყავდა „თიმსში“ და ამუშავებდა. შექმნილი აქვს სოციალური გვერდი: „საუკეთესო მე-2 კლასი“, (რა თქმა უნდა როგორც ყველა სხვა კლასი სოც.ჯგუფები მოსწავლეთა და მშობელთა ცალკე მოქმედებდა) ყველა სიახლე რაც შეიძლება იყოს ინტერნეტსივრცეში სწავლა - სწავლების გასაუმჯობესებლად, იგი ყველას ეცნობა და მუდმივ ძიებაშია. მიაქვს ყველა სიახლე მოსწავლემდე მარტივად, მას სწავლა არ დაუმთავრებია, დღესაც არ წყვეტს ბავშვებთან ურთიერთობებს, აწვდის სიახლეებს, შემეცნებითი თუ გასართობი სახით.

ხშირად ერთვება სხვადასხვა ვებინარებში, მახსოვს 2 კვირის მანძილზე ჩატარებული ლექციების შემდეგ ახალი სკოლის მოდელით შესრულებულმა მისმა კომპლექსურმა დავალებამ, როგორი მოწონება დაიმსახურა, იყო ტვ სკოლის აქტიური მომხმარებელი, ონლაინ სწავლების ყველა ფორმას ყოველდღიურად სხვადსხვა საგანში სიახლეების ფონზე აცნობდა თავის პატარებს და აქტიურად იყენებდა სამუშაო დამხმარე რესურსებად.

კარგი ადამიანია, კეთილშობილ ქალბატონს უხარია კოლეგის წარმატება, მზადაა ყოველთვის დაეხმაროს მათ, სიხარული და ტკივილი გაიზიაროს.

მაღალი პასუხისმგებლობისაა, სკოლის საჭიროება თუ მოითხოვს ღამეებს გაათენებს.

ინტერესი აქვს მისი აღზრდილი გამოირჩეოდეს მორალური ღირსებებით და ცოდნით.

ასეთია ჩვენი სკოლის ერთი რიგითი მასწავლებელი, კეთილი გულის ქალბატონი ხათუნა ქუთათელაძე.

ბავშვის მიმართ სიყვარული, მუდმივი სიახლეების ძიება, მაღალი ინტელექტი, მარტივად და პროფესიულად მიწოდებული ცოდნა, მისი სიხარულით ცხოვრება, აი, ეს არის ალბათ ის ძირითადი უნარ-ჩვევები, რაც შეგვაძლებინებს აღვზარდოთ უპირველეს ყოვლისა მოზარდში ადამიანი, შემდეგ კი ცოდნით შეიარაღებული პროფესიონალი.

ახლა როცა ვაჯამებთ სასწავლო წელს და ჩემი მასწავლებლების გადაღლილ, მაგრამ სითბოთი სავსე თვალებს ვხედავ, ასე მგონია დიდი გამოცდა ჩავაბარეთ და იმედიანად ვფიქრობ: ჩვენ გამოწვევებს დავძლევთ!“- აღნიშნავს წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დ/მ შემსრულებელი მაია ნუცუბიძე-ქობულია.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება