სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში ცვლილებაა - რა კატეგორიის ხელშეკრულებები გაფორმდება პედაგოგებთან?
01-07-2020
-
+


მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების ბრძანებაში ცვლილება შევიდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით განისაზღვრა, ვის აქვს სკოლაში დასაქმების უფლება და რა კატეგორიის შრომითი ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს მასწავლებლებთან.

პირი მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე ინიშნება შიდა ან ღია კონკურსის საფუძველზე, ხოლო სპეციალური მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

ა) ქმედუნარიან პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ პირს;

გ) 2015 წლამდე მოქმედ მასწავლებელს.

მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი, მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.

სკოლას უფლება აქვს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარმოდგენა მოსთხოვოს როგორც მასწავლებლობის/სპეციალური მასწავლებლობის მსურველ კანდიდატს (შემდგომში – კანდიდატი), ასევე პირს, რომელიც სკოლაში უნდა დასაქმდეს მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლად.

სკოლაში დასაქმების შემთხვევაში მასწავლებელთან შესაძლებელია გაფორმდეს შემდეგი კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:

ა) უფროსი მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;

ბ) წამყვანი მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;

გ) მენტორი მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება.

სკოლაში დასაქმების შემთხვევაში სპეციალურ მასწავლებელთან შესაძლებელია გაფორმდეს შემდეგი კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:

ა) პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;

ბ) უფროსი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;

გ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წამყვანის, მენტორისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის შრომით ხელშეკრულებაში, გათვალისწინებული უნდა იქნას მინიმუმ ოთხი ფუნქცია.

წამყვანი მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში, ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გათვალისწინებული უნდა იქნას მინიმუმ ოთხი ფუნქცია:

ა) კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, დახმარება მათი საჭიროებების განსაზღვრაში; ტუტორის/პრაქტიკის ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულება, ან/და მათთვის რეკომენდაციების გაცემა;

ბ) ინკლუზიური განათლების მიმართულებით კოლეგების დახმარება;

გ) სკოლაში დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება;

დ) სკოლაში მოსწავლეების პროფორიენტაციის ხელშეწყობა;

ე) მოსწავლეთა საჭიროების კვლევების განხორციელება და მიგნებების სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით გამოყენება;

ვ) საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება;

ზ) სოციალური აქტივობების ინიცირება და სასკოლო/სკოლათშორისი/სათემო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

მენტორი მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გათვალისწინებული უნდა იქნეს მინიმუმ ოთხი ქვეპუნქტი:

ა) კოლეგა მასწავლებელთა საჭიროებების დადგენა, მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტრატეგიის დაგეგმვა;

ბ) ინკლუზიური განათლების მიმართულებით კოლეგების დახმარება;

გ) საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად სკოლაში დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და  სხვათა/სასკოლო საზოგადოების ჩართვა ამ აქტივობებში;

დ) სკოლაში მოსწავლეების პროფორიენტაციის ხელშეწყობისთვის პროფორიენტაციის, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების და კვალიფიციური კადრების იდენტიფიცირება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;

ე) სკოლის საჭიროების კვლევების განხორციელება და მიგნებების სკოლის განვითარების მიზნით გამოყენება;

ვ) ზოგადი განათლების სფეროში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე საგანმანათლებლო სიახლეების და პროფესიულ ლიტერატურის  გაცნობა და კოლეგებთან გაზიარება;

ზ) საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად საერთაშორისო საგანამანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება და ერთობლივიპროექტების განხორციელება;

თ) სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნვესაყოფად შესაბამისი რესურსების მოზიდვა;

ი) რესურსების შექმნა და მასწავლებლებისთვის გაზიარება.

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში, ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გათვალისწინებული უნდა იქნას მინიმუმ ოთხი ქვეპუნქტი:

ა) მოსწავლეზე დაკვირვება სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში;

ბ) სხვა სპეციალისტისგან და მშობლებისგან/სხვა კანონიერი წამომადგენელისგან/აღმზრდელისგან ინფორმაციის მიღება ან/და ინტერვიუს წარმოება;

გ) სასწავლო გარემოს შეფასება;

დ) დამხმარე ტექნოლოგიების, აპლიკაციების, ინფორმაციული რესურსების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების პროცესში;

ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ხელშეწყობა სხვა სასწავლო საფეხურზე ტრანზიციის მიზნით, მის უნარებსა და ინტერესებზე მუშაობა;

ვ) მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება, შეფასება და დასკვნის გაკეთება;

ზ) მოსწავლის საჭიროების იდენტიფიცირება და საჭირო სპეციალისტების ინტერვენციის დასკვნა;

თ) ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტების კოორდინირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განვითარების მიზნით;

ი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და შედეგების გამოყენება მათი განვითარების და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისათვის;

კ) საკუთარი და სხვა სკოლების/დღის ცენტრების სპეციალური მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტების მხარდაჭერა ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

ლ) პროფესიული რესურსების შექმნა, წერილობითი, ვიდეო ან აუდიო მასალები პროფესიულ განვითარებაზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება