სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახელოვნებო-შემოქმედებითი, სასპორტო და სამხედრო პროგრამებზე შიდა კონკურსები ეროვნული გამოცდების შემდეგ ჩატარდება
29-06-2020
-
+



აბიტურიენტები, რომლებიც სახელოვნებო-შემოქმედებითი, სასპორტო და სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებზე აბარებენ, შიდა საუნივერსიტეტო კონკურსებს ეროვნული გამოცდების შემდეგ გაივლიან. კონკურსები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მოსახერხებელ პერიოდში ჩატარდება. 

ამის შესახებ ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შევიდა. 

„კანონპროექტის საფუძველზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან 2020 წლისთვის ამოღებულ იქნება სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაბამისი კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩატარების ვალდებულება. რაც შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს აღნიშნული კონკურსები ჩაატარონ მათთვის უფრო მოსახერხებელ პერიოდში“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა კონკურსის ეროვნულ გამოცდებამდე ჩატარების  მოხსნის აუცილებლობას კანონპროექტის ავტორები ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიღებულ რეულაციებს უკავშირდება.

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესებული შეზღუდვების შედეგად სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეფერხდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მომზადებისა და ჩატარების პროცედურები.

შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია შევიდეს ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და 2020 წელს მოიხსნას ხსენებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აბიტურიენტების მიერ კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა“, -აღნიშნულია კანონპროექტში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება