სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი მოსწავლეების სპორტის მიმართ ინტერესის გაზრდაზე მუდმივად ზრუნავს
24-06-2020
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტული აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. სპორტის მასწავლებელი მათ სიჯანსაღესა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს.

„საქართველოში ფიზიკური განათლებისა და სპორტის განვითარების მხარდაჭერა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სპორტი უპირველესია ბევრი ფაქტორის გამო: პირველყოვლისა ის ეროვნული სიამაყეა, ეროვნული სულისკვეთება, პატრიოტული აღზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი. ერი ვერ იქნება ბრძოლისუნარიანი და არ ექნება ღირსების გრძნობა, თუ ფიზიკური წარმატებები არა აქვს. სპორტი ესაა ეროვნული აღორძინების და ქვეყნის ფეხზე დაყენების ერთ-ერთი პირობა, ამისათვის საჭიროა მასობრიობა, შედეგს ყველა სახეობა იძლევა, თუ ის მასობრივია.

დღეისათვის ფიზიკური აღზრდა ნაკლებად მნიშვნელოვან აქტივობად ითვლება მოზარდთა უმეტეს ნაწილს შორის. პასიური ცხოვრების წესი ახალგაზრდობას უბიძგებს ისეთი მავნე ჩვევებისაკენ, როგორიცაა თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარება.

პრევენციის მიზნით აუცილებელია სპორტის უფრო მეტი პოპულარიზაცია, ვიდრე არსებობს დღეს.
სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში ფიზიკური აღზრდის მოწესრიგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელი და სულიერად ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბებისათვის. ფიზიკური აღზრდა უზრუნველყოფს მოსწავლის გამძლეობას, სისწრაფის, მოქნილობის, სწრაფი აზროვნების ჩამოყალიბებას. აუმჯობებსებს სუნთქვის ფუნქციურ მდგომარეობას, ნერვული სისტემა ხდება უფრო მდგრადი და, რაც მთავარია, ფიზიკური ვარჯიში დადებითად მოქმედებს მოზარდის ჩონჩხსა და მის კუნთებზე.

ფიზიკური აღზრდის კულტურით ნაკლებ დაინტერესებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ბავშვების ჯანმრთელობაზე. 18 წლამდე ასაკის მოზარდებში იმატა სხვადასხვა დაავადებებმა, საგრძნობლად მოიმატა ტანადობის დარღვევისა და სმენის დაქვეითების შემთხვევებმა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე, როგორც სპორტის მასწავლებელი, ვცდილობ ჩემი სკოლის მოსწავლეებში გავზარდო სპორტისადმი დაინტერესება, მაქსიმალურად ვრთავ მოსწავლეებს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ნებისმიერი სახის სპორტულ კონკურსში, რისი საშუალებაც გვაქვს და შეგვიძლია.

ჩემო მოსწავლეებო, გახსოვდეთ, „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!“ მაქსიმალურად ეცადეთ თქვენი დღის რეჟიმი დატვირთოთ სწორად შერჩეული სპორტული აქტივობებით. გისურვებთ კეთილდღეობას, მალე შევხვდებით!

თქვენი რომან მასწავლებელი“,-წერს პედაგოგი.


იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება