სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი 2019-2020 სასწავლო წელს აჯამებს
19-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ ბასილაძე 2019-2020 სასწავლო წელს აჯამებს.

„ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება დაავალდებულა სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური, ელექტრონული ფორმით მიეწოდებინა მოსწავლეთათვის განათლება შეძლების ფარგლებში, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით. 

აღნიშნული გამოწვევა გარკვეული სიახლე იყო ჩვენი სკოლისათვის. მოდიფიცირებული სასწავლო პროცესი თავდაპირველად რთული და უმართავი აღმოჩნდა, როგორც დიდების ისე პატარებისთვისაც, მაგრამ მასწავლებელთა დაუზოგავმა შრომამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სკოლა და მოსწავლეები განათლებას არ ჩამოსცილებოდნენ. ყოველგვარ გამოწვევას ახლავს შესაბამისი პრობლემებიც, მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი იყო ტექნიკისა და ინტერნეტის  ხელმისაწვდომობა. სკოლის ადმინისტრაციის მიერ შეიქმნა მოდიფიცირებული გაკვეთილების ცხრილი და გაკეთდა მოსწავლეთა რეგისტრაცია Feedc -ის  ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე. თითოეულ საკლასო ჯგუფთან სკოლის ადმინისტრაცია აკეთებდა მონიტორინგს, სადაც ხდებოდა კვირის შეჯამება. მოსწავლეთა დიდად ნაწილი ერთვებოდა Feedc -ის სასწავლო პლატფორმით, მცირე ნაწილი messenjer - ით ან პირადი ზარებით. ასრულებდნენ დამატებით ტელსკოლის დავალებებსაც.  მასწავლებლები მოსწავლეებს  აძლევდნენ განმავითარებელ შეფასებას, რადგან მხოლოდ განმავითარებელი შეფასების გაკეთება შეიძლებოდა. მოსწავლეთა სრული ჩართულობისა და მოტივაციის ასამაღლებლად მასწავლებლებმა შეარჩიეს დისტანციური სწავლებისთვის შესაბამისი მეთოდები ახსნა , პრეზენტაცია, დემონსტრირება, ანალიზი, დისკუსია, ანიმაციური ფილმების ჩვენება, მუსიკალური ტექსტების მოსმენა. ერთმანეთის დავალებებისა და ნამუშევრების გაზიარება. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო ციფრული ტექნოლოგიების ფლობის ხარისხის ამაღლებას, ინტერნეტრესურსების გამოყენებას და უფრო მეტ ინფორმირებულობას გარკვეული საკითხების ირგვლივ.    

ამ რთული გამოწვევის პერიოდში დასაფასებელია ყველა მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომა. მათ არაერთი ონლაინ პროექტი და ღონისძიება განახორციელეს, როგორც თემატური ასევე  სხვადასხვა ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მშობლები, რომლებიც შვილებთან ერთად იზიარებდნენ და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ყოველდღიურ შესასრულებელ დავალებას. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ასეთი დამოკიდებულებისთვის, რომ ჩვენთან ერთად ცდილობდნენ დაეძლიათ არსებული რთული სიტუაცია მათი შვილების საკეთილდღეოდ.

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ყველა პედაგოგს და მოსწავლეს სასწავლო წლის დასრულებას. მადლობას უხდის მასწავლებლებს დაუღალავი უზადო შრომისათვის. იმედია  ახალ სასწავლო წელს შევხვდებით სკოლაში ხალისით და ახალი ენერგიით“, - წერს ჯემალ ბასილაძე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება