| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგამოცდო ბარათი ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც გამოცდაზე დარეგისტრირებულმა პირებმა თან აუცილებლად უნდა იქონიონ.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს თავად შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა აპლიკანტი გამოცდაზე რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და რეგისტრაციის დასრულებისას ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge.
პირად გვერდზე (რომელზეც გაიარეთ რეგისტრაცია, აირჩიეთ ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - „დაბეჭდეთ ბარათი“.
ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: მონაწილის პირადი მონაცემები, საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.
ეს ბარათი იქნება თქვენი გამოცდაზე დაშვების საშვი პირადობის მოწმობასთან ერთად.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4). საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობით, რაც აპლიკანტს აარიდებს ისეთ პრობლემას, როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება.
მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ რეგისტრაციის დაწყების დროს და დროულად გამოცხადდეთ გამოცდაზე, რათა თავიდან აიცილოთ ნერვიულობა. დაგვიანების შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოველ წელს სთხოვს აპლიკანტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და დაგვიანების გარეშე გამოცხადნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.
რაც შეეხება სექტორსა და მაგიდის ნომერს, მას საგამოცდო ცენტრის თანამშრომელი საგამოცდო ცენტრში მისვლის შემდეგ გაგაცნობთ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა