სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის ავტორიზაციის გაუქმება მოსწავლის სტატუსს ავტომატურად აჩერებს - ბრძანებაში ცვლილებაა
18-06-2020
-
+


„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით განისაზღვრა ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები.

ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს/კარგავს ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების სტატუსს;

ბ) მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თხოვნით და მას უფლება აქვთ ნებისმიერ დროს აღიდგინოს მოსწავლის სტატუსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სურს მოსწავლეს სწავლის გაგრძელება.

ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც უარი ეთქვა ავტორიზაციაზე ან გაუუქმდება ავტორიზაცია, ვალდებულია იმ მოსწავლის პირადი საქმე, რომლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თხოვნით, გადასცეს სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც უარი ეთქვა ავტორიზაციაზე ან გაუუქმდა ავტორიზაცია (შემდგომში – რესურსცენტრი). აღნიშნულ პირად საქმეს რესურსცენტრი მოთხოვნის საფუძველზე, გადასცემს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოსწავლე განაგრძობს სწავლას და აღუდგება სტატუსი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება