სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს პირველმა მასწავლებელმა მე-4 კლასის დამთავრება დისტანციურად მიულოცა
17-06-2020
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს პირველმა მასწავლებელმა ნანა წიკლაურმა მე-4 კლასის დამთავრება დისტანციურად მიულოცა. მასწავლებელმა მოსწავლეებს სამახსოვრო ვიდეორგოლი მიუძღვნა. 

„ჩემო პატარებო!
ჩვენი ურთიერთობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. მაშინ ექვსი წლისანი იყავით, პატარები, აქეთ-იქით გაფართოებული თვალებით იყურებოდით, მშობლებს გვერდით მოჰყვებოდით და არ უშვებდით ხელს, მაგრამ დაირეკა ზარი და ჩვენ მარტონი დავრჩით.
ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა. ოთხი წლის განმავლობაში ერთად ვსწავლობდით ანბანსა თუ გამრავლების ტაბულას, ერთად მოვიარეთ საქართველოს კუთხეები, გავხდით დამოუკიდებლები, ვისწავლეთ მეგობრობა. საინტერესო და ნაყოფიერი წლები ერთმანეთს ემატებოდა, ვიზრდებოდით.
წლევანდელი წელი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო უჩვეულოდ წარიმართა, სხვანაირად მინდოდა თქვენთან გამომშვიდობება. პანდემიამ მსოფლიო შეცვალა, მაგრამ მოვახერხეთ, ყველა დაბრკოლებას გავუძელით თქვენი მშობლების ძალისხმევით, გადავლახეთ ეს პერიოდი და დისტანციურად დავამთავრეთ ოთხი კლასი.
მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ყველა მშობლის, ყველა მასწავლებლის მიმართ, რომლებიც არ იშურებდნენ ენერგიას და გვერდში გვედგნენ, რომ აქამდე მოვსულიყავით.
ახლა თქვენ უკვე დიდები ხართ, იმედი მაქვს რომ მზად ხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, გისურვებთ ბედნიერ მომავალს, წინსვლას ცხოვრების გრძელსა და ლამაზ გზაზე! დიდი სიყვარულით თქვენი პირველი მასწავლებელი ნანა წიკლაური“,- წერს მისალოც წერილში პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება