სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასელები მასწავლებლებს ვიდეოკოლაჟით გამოემშვიდობნენ
17-06-2020
-
+


დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასელები მასწავლებლებს ვიდეოკოლაჟით გამოემშვიდობნენ. მოსწავლეებმა დისტანციური სასწავლო პროცესი წარმატებით დაძლიეს. კლასის დამრიგებელმა ქეთი გიგოლაშვილმა კოლეგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო, უცნაური და დაუვიწყარი სასწავლო წელია, რომელსაც ახლდა სირთულეები, თუმცა ჰქონდა უამრავი დადებითიც. სასწავლო წელი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მასწავლებლის პროფესიაზე, მათ გმირობაზე და სასწავლო წელი, რომელმაც დაგვაფიქრა ერთმანეთის სიყვარულზე!!! 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ყველა პედაგოგს, ვინც თავდაუზოგავად შრომობდა 2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში და დისტანციური სწავლების ეფექტურად წარმართვისა და გაწეული შრომისთვის უღრმესი მადლობა და ოქროს სიგელი თითოეულ თქვენგანს მეორე კლასისგან დიდი სიყვარულით, იმისთვის რომ ხართ ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველნი. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე და ჩემს მოსწავლეებთან ერთად შემოგთავაზებთ 2019-2020 სასწავლო წლის გამოსამშვიდობებელ ვიდეოს. გვიყვარხართ!!! მოგვენატრებით!!! მომავალ შეხვედრამდე!!!“-წერს პედაგოგი ქეთი გიგოლაშვილი.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება