სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ეს შევძელით! ერთად! თანამშრომლობით და დიდი სიყვარულით!“-რუსთავის N17 სკოლის დირექტორმა ნელი ლიქოკელმა სასწავლო წელი შეაჯამა
17-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორმა ნელი ლიქოკელმა 2019-2020 სასწავლო წელი შეაჯამა და ანგარიში წარმოადგინა.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე 2019-2020 სასწავლო წელი გამორჩეული იყო თავისი ახალი გამოწვევებით და დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით. მრავალი გამოწვევა დაგვიძლევია, მაგრამ უფრო რთული და უჩვეული აღმოჩნდა უჟრიამულოდ, უპედაგოგოდ დარჩენილი სასკოლო გარემო.

მოულოდნელად აღმოვჩნდით ვირტუალურ გარემოში, იყო გამოუცდელობა, ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების ნაკლებობა და შიშიც. თავიდან დავიწყეთ ცვლილებების განსაზღვრა, პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება დისტანციური სწავლებისთვის.

არსებულ სიტუაციასთან გამკლავება ადვილი არ ყოფილა, თუმცა მიუხედავად გამოწვევებისა, სასწავლო პროცესი შედგა, კოლეგების ხელშეწყობით, დირექციისა თუ სტრუქტურული ერთეულების აქტიური ჩართულობით, ჩვენი სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ონლაინ პლატფორმებითა და პროექტებით და მიმაჩნია, რომ საკმაოდ წარმატებულად.

მინდა, მადლობა გადავუხადო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს დაუღალავი შრომისათვის, პასუხისმგებლობისთვის და იმ სიყვარულისთვის, მშობელთა მადლიერებაში დღეს განსაკუთრებულად რომ გამოიხატა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენ უძლიერესი გუნდი ხართ,  სადაც ერთიანობით წარმატება ყოველთვის მიიღწევა და ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აქცევს.

მასწავლებლობა ხომ ურთულესი, უანგარო შრომით მოპოვებული ბედნიერებაა, როცა წლების შემდეგ თვალნათლივ ხედავ და შეიგრძნობ მოსწავლისაგან დაუფარავად გამოხატულ სიყვარულს, იმედს..

მადლობა მოსწავლეთა მშობლებს ამ მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული ჩართულობისა და გვერდში დგომისთვის.

სკოლამ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ წარმატებით დაასრულა სასწავლო წელი და არქივშიც ბევრი ლამაზი დღე დაგვიტოვა მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა.

მიმდინარე წელს სკოლას ჰყავს 2 ოქროს მედალოსანი, სხვადასხვა აქტივობებში სიგელით დაჯილდოებული მოსწავლეები და წარმატებით განხორციელებული პროექტები.

სასწავლო-შემეცნებითი პროექტებში ტელესკოლიდან მიღებული მოსწავლეთა სიგელები, ორგანიზაცია „ჰერალდი“ კონკურსი - „განათლების“ ფინალისტები,

პროექტ „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“-მიღწეული წარმატება, (გამოქვეყნდა  პირველი ეტაპის გამარჯვებული სკოლების სია, სადაც ჩვენი სკოლის ეკოკლუბი- „სიცოცხლის ხე“ აღმოჩნდა), „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში II ადგილი და სხვა სასწავლო-შემეცნებითი პროექტებში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა ამაყად ვთქვა - ჩვენ ეს შევძელით! ერთად! თანამშრომლობით და დიდი სიყვარულით!

მინდა ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს მივულოცო 2019-2020 სასწავლო წლის დასრულება და წარმატებები ვუსურვო მომავალში.

ველოდები, როდის ახმაურდება მოსწავლეთა ჟრიამულით ჩვენი გარემო, დერეფანში შემომანათებს პატარების გაბრწყინებული, სიყვარულით სავსე თვალები, პოზიტიური დილის დასაწყისს ველოდები, არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად და უჩვეულოდ გაცილებულ კურსდამთავრებულებს, მოლოდინების გამართლებას და წარმატებებს რომ გაგვიზიარებენ....

უფრო ლამაზად დავიწყებთ!! მონატრებული სიფერადით!! საინტერესო სიახლეებით და წარმატებების მოლოდინით!!“-წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება