სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ომიდან პანდემიამდე“ - გორის N12 სკოლის კურსდამთავრებული მარიამ მახვილაძე მასწავლებლებს ემოციური წერილით ემშვიდობება
17-06-2020
-
+


„ომიდან პანდემიამდე“ - გორის N12 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ მახვილაძე ემოციური წერილით ემშვიდობება მასწავლებლებს და მეგობრებს. წერილში მოსწავლე სკოლაში შესვლის დღიდან დღემდე განვლილ გზას აღწერს და მასწავლებლებს მადლობას უხდის.

ომიდან პანდემიამდე ...

"2008 წელს ყველა მომავალი პირველკლასელი სასკოლო სამზადისში ვიყავით, როცა ჩემს ქალაქში, ჩემი სკოლის დასახლებაში, პირველი ბომბები ჩამოვარდა. ალბათ გახსოვთ ნაცარტუტადქცეული ლურჯაივნიანი კორპუსები...

სექტემბერში, როდესაც სკოლაში შევაბიჯე, მახსოვს, დედაჩემმა გათენებისა და სკოლაში წასვლის მოლოდინით სავსეს მითხრა- ჯერ სწავლა არ დაგეწყება, სკოლას აკეთებენო...დღეებს ვითვლიდი სკოლაში წასვლამდე, ერთი სული მქონდა ბავშვებთან მეთამაშა, წერა-კითხვა მესწავლა...

სკოლამ და კლასმა, რომელშიც მე გავიზარდე და პიროვნებად ჩამოვყალიბდი, მაჩუქა უამრავი ბედნიერი, ხალისით სავსე დღე, დამიტოვა მოგონებები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება და ცუდ ხასიათზე მყოფს მუდამ ღიმილს მომგვრის სახეზე.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მასწავლებელს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ჩემს აღზრდაში, წარმატებაში... ჩემს პირველ მასწავლებელს, ნინო თოფჩიშვილს, რომელმაც ,,აი-იას“ გარდა, შთამაგონა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი.
მადლობას ვუხდი ჩემს დამრიგებელს, ახლა უკვე ჩემი და ჩემი კლასელების მეგობარს. ხათუნა მასწავლებელმა რვა წლის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის სასკოლო ცხოვრება გააფერადა და სკოლის დღეები ბედნიერებით სავსე მოგონებებად გვიქცია.
...............................
დღეს 2020 წლის 20 მაისია. მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, საქართველოში კი ჩემი თანატოლები სახლში სხედან და მაისურებზე დაწერის, ჩახუტების ნაცვლად ერთმანეთს „მესიჯებით“ ულოცავენ ადამიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპის საწყის დღეს.
გილოცავთ ყველა მე-12 კლასელს, ჩემი ბავშვობის მეგობრებს.
გისურვებთ ბედნიერ, მხიარულ, წარმატებებით სავსე დღეებს მთელი ცხოვრების გზაზე, ბავშვობის ოცნებების ასრულებასა და დასახული მიზნების მიღწევას“,-წერს მოსწავლე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება