სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რა ცოდნა შემძინა „მე და საზოგადოებამ?“- ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლე საგანის შესახებ საკუთარ შეხედულებას გვიზიარებს
17-06-2020
-
+


ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლე ალეკო დუმბაძემ სასწავლო საგანზე - „მე და საზოგადოება" საკუთარი შეხედულება წერილობით გადმოსცა. მისი მასწავლებელი დალი თურმანიძეა.

რა ცოდნა შემძინა „მე და საზოგადოებამ?"

„საგანი „მე და საზოგადოება“ - არის ის საგანი, რომლის მეშვეობით მე მივიღე ამომწურავი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ იყოს ჯანმრთელი. ღირებული ინფორმაცია მივიღე, თუ როგორ უნდა მოვიქცე ბუნების დასახმარებლად და გადასარჩენად.  ასევე გავიაზრე, თუ რატომ არის საჭირო მცენარეების მოვლა-პატრონობა, ტყე-პარკების მნიშვნელობაზე და გამოყენებაზეც ბევრი რამ მასწავლა დასახელებულმა საგანმა.  მიზანმიმართული ინფორმაცია მივიღე კანონებზე, უფლებებსა და მოვალეობებზე.

„მე და საზოგადოება“ არის საგანი, რომლის მეშვეობით ბავშვები ვიწყებთ სამყაროს აღქმასა და ცხოვრების მართებული სტილის შექმნას.  ეს საგანი აუცილებელია ყველა ჩვენგანისათვის, იმიტომ რომ ბავშვი ღებულობს ბევრ ინფორმაციას კულტურის, ბუნების, კანონების, უფლებების, მოვალეობების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი და სწორი ცხოვრების შექმნაში უდიდეს როლს ითამაშებს, თუ ყველა წესს სწორად დავიცავთ....

ონლაინ სწავლებამ სრულყოფილად მომცა შესაძლებლობა, ყველა გაკვეთილი მესწავლა, შემექმნა ღირებული რესურსი და სანიმუშო  დავალებები,  მადლობა ჩვენს   მასწავლებელს სასარგებლო საგნის უმაღლესი დონით მოწოდებაში, გაკვეთილების მრავალფეროვანი რესურსითა და ვიდეო მასალებით გადმოცემაში, რის საფუძველზე ყოველი საგაკვეთილო დღე სიახლეებით იყო დატვირთული  და მოტივაციაც ამაღლებული“,-აღნიშნავს მოსწავლე.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება