სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთობის გარეშე ვერ შევძლებთ მივაღწიოთ, რაც სულითა და გულით გვინდა“-ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი დისტანციურ სასწავლო პროცესს აჯამებს
16-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ქობულეთი ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი ნანა მაჭუტაძე ეპიდემიისგან გამოწვეული ვითარების გამო შეცვლილ სასწავლო პროცესზე წერს და დისტანციური მუშაობის შედეგებს აჯამებს.

„კორონავირუსის მოულოდნელმა გამოჩენამ და გავრცელებამ მსოფლიო უამრავი გამოწვევის წინაშე დააყენა. შეიცვალა ცხოვრება „დავრჩით სახლში“. სწავლა და მუშაობა დავიწყეთ დისტანციურ რეჟიმში და თითქოსდა შეუძლებელი და მიუწვდომელი გახდა ყველაფერი... მაგრამ ამის გამო ფარხმალი არ დაგვიყრია. ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაც აქტიურად ჩაერთო დისტანციური სწავლების რეჟიმში. მე, როგორც სპეცმასწავლებელი, თავდაპირველად შევშინდი, რადგან მეგონა ჩემს მოსწავლეებს ვერ დავუკავშირდებოდი და ვერ შევძლებდი მუშაობას ონლაინ რეჟიმში, მაგრამ ინტერნეტი და სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენება დიდად დამეხმარა იმაში, რომ ჩემი შრომა ნაყოფიერი ყოფილიყო და შედეგზე მიგვეღწია. თავდაპირველად შევადგინე ახალი ისგ და აქტივობები შესაბამისად გავწერე. მოსწავლეებს ვაძლევდი დავალებებს ინტერნეტიდან, ლინკს ვუგზავნიდი და ვთხოვდი ენახათ ის და შემდეგ ვაანალიზებდით დისტანციურად. მათემატიკაში ვთხოვდი მარტივი არითმეტიკული მოქმედებების შესრულებას, გეომეტრიული ფიგურების შედგენას... ვაცნობდი  სხვადასხვა აქტივობებს და ერთად ვმუშაობდით თითოეული დავალების შესრულების დროს.

მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის მიმართ მოტივაციის ამაღლების მიზნით ვუგზავნიდი სხვადასხვა მხატვრულ ხმოვან ტექსტებს, ანიმაციურ ფილმებს, გულმოდგინედ ისმენდნენ და შემდეგ ვმსჯელობდით საინტერესო საკითხებზე. ვთავაზობდი ენახათ ტელესკოლის გაკვეთილები და შეესრულებინათ სხვადასხვა დავალება. ჩვენმა მუშაობამ გამოიღო სასურველი შედეგი და ვთვლი, მიუღწეველი ამ ქვეყნად არაფერია. ამის მაგალითია ის, რომ ნინო ცეცხლაძე აქტიურობდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და შექმნა თოჯინები თავისი ფანტაზიით. საბა ყურშუბაძემ კი წაარმოადგინა დიორამა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „ძალა ერთობაშია“.

მე, როგორც სპეცმასწავლებლებელს, შემიძლია თამამად ვთქვა „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ და მართლაც „ძალა ერთობაშია“, რამეთუ ერთობის გარეშე ვერ შევძლებთ მივაღწიოთ იმას, რაც სულითა და გულით გვინდა“,-წერს სპეცმასწავლებელი ნანა მაჭუტაძე.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება