სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დასაფასებელია იმ მასწავლებლების შრომა, რომლებმაც რთული გამოწვევა განვითარებად აქციეს“-ხიდრის საჯარო სკოლის დირექციამ სასწავლო წელი შეაჯამა
16-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლის მასწავლებლებლა დისტანციური სასწავლო სემესტრი წარმატებით დაასრულეს. დირექცია 2019-2020 სასწავლო წელს აჯამებს. წერილში აღნიშნულია, რომ დასაფასებელია იმ მასწავლებლების შრომა, რომლებმაც ასეთ რთულ გამოწვევას ქედი არ მოუხარეს და განვითარებად აქციეს:

„უჩვეულო, ათასი ფიქრითა და გამოწვევით სავსე სასწავლო წელი მიილია. სასწავლო წელი, როგორსაც ვერც ერთი მასწავლებელი, მოსწავლე თუ მშობელი ვერ წარმოიდგენდა. წელი რომელიც ზღვა საფიქრალს გაუჩენდა ყველას, მასწავლებელს პროფესიულად გაზრდიდა, მოსწავლეებს უშუალო, ხალას ურთიერთობებს მოანატრებდა და მშობელს, როგორც არასდროს, მასწავლებლის მოკავშირედ აქცევდა.

პირველი გაკვეთილი სკოლიდან განვახორციელე... პირველ დღეს კი... მინდოდა გავქცეოდი სიცარიელეს, დავჯექი, ხელი ინსტიქტურად მართავდა პროგრამას... მოვიდა თუ არა გაკვეთილის დაწყების დრო, მოსწავლეები ნელ-ნელა გამოჩნდნენ... რა დიდი ძალა აქვს ამ უხილავ კავშირს, მითუმეტეს დისტანციურად, ასე ერთმანეთისგან შორს... შემდეგი ჩართვები სახლიდან... დავმშვიდდი, სრულიად სხვა რეალობაში გადავედი... მაგრამ აუცილებელში... ჩემი მოსწავლეების ხილვამ ძალიან გამახალისა, დავრწმუნდი, რომ ისინი არასოდეს არ ჩამორჩებოდნენ დროს. ეს იყო ყველაზე ცუდი ემოცია, რაც შეიძლება დაემართოს მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარებისას ცარიელ საკლასო ოთახში, მაგრამ შევძელით უმოკლეს დროში გავრკვეულიყავი.
იყო ბევრი სატელეფონო ზარი... ხშირად უკავშირდებოდით ტექნიკურ სამსახურს, ვუკავშირდებოდით ელექტრონულად, უდიდესი მადლობა ჯაბა ფცქიალაძეს, რომელიც ბევრ პრობლემას გვიხსნიდა.

დასაფასებელია იმ მასწავლებლების შრომა, რომლებმაც ასეთ რთულ გამოწვევას ქედი არ მოუხარეს და განვითარებად აქციეს, არ არსებობს ჯილდო იმ დიდი შრომის, ენერგიის, ზრუნვისა და მოთმინებისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ამ უცნაური სასწავლო სემესტრის განმავლობაში. თქვენ შეძელით სასკოლო ცხოვრების ოჯახურ გარემოში გადატანა და წარმატებით გაძღოლა, უამრავი მადლობა და გულწრფელი საქებარი სიტყვები თქვენ ამისათვის! მაგრამ ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით, რომ გვერდით მშობლების არმია არ ამოგვდგომოდა, მადლობას ვუხდი ხიდრის საჯარო სკოლის მშობლებს, რომლებიც, სიამაყით მინდა აღვნიშნო, ჩვენი პატარა, მართლაც გმირი ბავშვების ოპერატორებად იქცნენ. თქვენ სწორად განსაზღვრეთ თქვენი შვილების მომავალი, გამოიჩინეთ დიდი ძალისხმევა და მასწავლებლებთან მუდმივი კონტაქტით დაეხმარეთ თქვენს შვილებს არ მოწყვეტილიყვნენ სასკოლო ცხოვრებას, ამის შედეგს თქვენ მალე დაინახავთ. ამისათვისაც გმადლობთ!

დასაფასებელია ტექნიკური პერსონალის შრომა, რომლებიც დიდ ყურადღებას იჩენდა სკოლის მიმართ, სკოლა არც ერთი წუთი უყურადღებოდ არ იყო დატოვებული, ისინი ყოველდღე გველოდნენ, ზრუნავდნენ ისეთი გარემო დაეხვედრებინათ როგორიც დავტოვეთ.

ღირსეულო მასწავლებლებო, მოსწავლეებო, მშობლებო გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას! წარმატება, ბედნიერება, მშვიდობა და სიკეთე ყოფილიყოს ჩვენი მუდმივი თანამგზავრი! ჩვენ ერთად ვერაფერი დაგვამარცხებს, ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს. წარმატებებს, მშვიდობას და სიმშვიდეს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს...მე თქვენ მაძლიერებთ...“-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება