| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის N1 საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ მასწავლებლებისადმი და დიდ მადლობას უხდიან მათ. მოსწავლეებმა სამადლობელი პოსტები სოციალურ ქსელში განათავსეს.
თეკლა ხაჩიძე, Xა კლასის მოსწავლე აღნიშნავს, რომ მასწავლებლები გმირები არიან! გამოწვევების მიუხედავად, მათ მალევე გადალახეს დაბრკოლებები და დროულად ჩაერთვნენ დისტანციურ სწავლებაში. თეკლა განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით საუბრობს კლასის ხელმძღვანელზე და აღნიშნავს, რომ მისი როლი უდიდესია მოსწავლეთა წარმატებების საკითხში.
დამრიგებლის როლზე საუბრობს IXგ კლასის მოსწავლე სალომე სხირტლაძეც. მას კლასის ხელმძღვანელის მონდომება, ზრუნვა, შრომისმოყვარეობა და ერთგულება მოტივაციას უმაღლებს და პირობას დებს, მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტი შემართებით შეუდგება საქმეს.
VIIა კლასელ ლიზი ახალკაცს ოცნებად ექცა სკოლაში მისვლა, მაგრამ ფიქრობს, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია, სირთულეების მიუხედავად, მასწავლებელთა შემართება, მათი სითბო და სიყვარული აძლიერებს და სწავლის სურვილს უძლიერებს. ის მადლობელია და იმედოვნებს, მალე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა