სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიმდინარე წელი გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით​“ - საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა სასწავლო წელს აჯამებს
15-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა სასწავლო წელს აჯამებს. 

„ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში 15 ივნისს ოფიციალურად დასრულდა 2019-2020 სასწავლო წელი. მიმდინარე წელი გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. 

დაიგეგმა და განხორციელდა სასწავლო თუ კლასგარეშე აქტივობები.

პირველი კლასის მოსწავლეები აქტიურად აგრძელებდნენ დისტანციური ღონისძიებებში ჩართვას, გააცოცხლეს სულხან საბა ორბელიანის იგავები; სიმღერით მიულოცეს ბავშვთა დაცვის დღე ერთმანეთს; ისაუბრეს თავიანთ ოთხფეხა მეგობრებზე. დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულები მშობლები. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ!!!!!!

საინტერესო აღმოჩნდა tv სკოლა და წამახალისებელი სერტიფიკატები. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხერხდებოდა ყველა მოსწავლის ჩართვა ონლაინ გაკვეთილებზე, მონდომება არ დაუკლიათ მასწავლებლებს და სოციალური ქსელების თუ სატელეფონი კომუნიკაციის საშუალებით არცერთი მოსწავლე არ დარჩენილა ყურადღების გარეშე. მადლობა მათ ამისათვის.

იმედს ვიტოვებთ სექტემბრიდან მზად ვიქნებით ყოველგვარი გამოწვევისათვის და უკეთესად გავუმკლავდებით მოსალოდნელ გამოწვევებს.

მიუხედავად პანდემისაა და დაძაბული პერიოდისა სსიპ ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020"-ის კონკურსის ფარგლებში ჩამოყალიბებულმა ეკოკლუბმა „ეკომანი"-მ წლის დასაწყისში დაისახა მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია, თავიდანვე კარგი სტარტი აიღო. ამ დროის განმავლობაში არაერთ საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე იმუშავა. იყო წინააღმდეგობებიც.

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებულმა სიტუაციამ (ვგულისხმობთ კორონა ვირუსს) შეცვალა ეკოკლუბის საქმიანობა. მათ კონკურსში მუშაობა განაგრძეს დისტანციურად. მონაწილეობა მიიღეს არაერთ ვებინარში, კონფერენციაში. „ეკომანი"-სათვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა დისტანციურად მუშაობა.

5 ივნისს გამოქვეყნდა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“-ის პირველი ეტაპის გამარჯვებული სკოლების სია. ჩვენდა სასიხარულოდ ჩვენი სკოლის (საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა) ეკოკლუბის „ეკომანიც“ აღმოჩნდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების თანამშრომლობამ, გუნდურობამ ეკოკლუბმა დასახულ მიზანს მიაღწია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება