სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უჯარმის საჯარო სკოლის დირექციამ 2019-2020 სასწავლო წელი შეაჯამა
15-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უჯარმის საჯარო სკოლის დირექციამ 2019-2020 სასწავლო წელი შეაჯამა. ანგარიშში საუბარია გამოწვევაზე, რომლის წინაშეც პედაგოგები მოულოდნელად, პანდემიისგან გამოწვეული ვითარების გამო აღმოჩნდნენ.

„პანდემიისგან გამოწვეული საგანგებო რეჟიმის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებები გადავიდნენ დისტანციური სწავლების მეთოდზე. უჯარმის საჯარო სკოლაც აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში. 2020 წლის 16 მარტიდან საგნის მასწავლებლების მიერ შეიქმნა დახურული ჯგუფები, სადაც ხდებოდა დავალებების გაგზავნა მოსწავლეებისათვის. ყველა მასწავლებელმა თავის სამუშაო ჯგუფში ჩართო სკოლის ადმინისტრაცია, რომელიც აწარმოებდა მათი მუშაობის მონიტორინგს. ამას დაემატა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პლატფორმა Microsoft teams. დროულად მოხდა მოსწავლეების რეგისტრაცია ამ პროგრამაში. აქვე, სკოლის ადმინისტრაციის მიერ შეიქმნა მოდიფიცირებული გაკვეთილების ცხრილი და დაიწყო ლაივ საგაკვეთილო ჩართვები. მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა აქტიურად იყო ჩართული ონლაინ გაკვეთილებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც მოსწავლეს არ ჰქონდა საკაბელო ინტერნეტი ან შესაბამისი მოწყობილობა და საგნის პედაგოგი და დამრიგებელი სატელეფონო ზარის საშუალებით ამყარებდა კომუნიკაციას. ასევე შეიქმნა სადამრიგებლო დახურილი ჯგუფები, სადაც მშობლები და ბავშვები სისტემატურად იღებდნენ საჭირო ინფორმაციას სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით და განიხილავდნენ ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ არსებულ სირთულეებს. ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლები მუდმივად  ეცნობოდნენ  სიახლეებს და იღებდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას უჯარმის სკოლის საინფორმაციო ჯგუფის საშუალებით. ამასთან ერთად, „თიმსში“ შეიქმნა ჯგუფი „სამასწავლებლო“, რომელიც გამიზნულია თათბირებისა და პედაგოგიური საბჭოს სხდომების ჩასატარებლად.

ამ პერიოდის განმავლობაში დაიგეგმა და განხორციელდა რამოდენიმე პროექტი („დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“, „covid 19 ჩვენს რეალობაში“, „დედამიწის გლობალური პრობლემები“), სადაც მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაციები, დაწერეს რეფერატები, შექმნეს ნახატები სლოგანებით.

დისტანციურად დაირეკა ბოლო ზარი მეთორმეტე კლასელებისთვის, დირექციამ და პედაგოგებმა ვიდეო რგოლის საშუალებით მიულოცეს სკოლის დამთავრება მოსწავლეებს, სპეციალურად ჩვენი კურსდამთავრებულებისათვის შეიქმნა ფოტოკოლაჟი, რომელიც ასახავს მათ სასკოლო ცხოვრებას. ასევე დისტანციური ჩართულობით გაიმართა ანბანის გაცილების ღონისძიება პირველკლასელებისთვის, სადაც მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს შესწავლილი მოთხრობები, პერსონაჟები, გამოხატეს საკუთარი შთაბეჭდილებები ნახატებით.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად მონაწილეობისთვის, ასევე სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად ასრულებდნენ მასწავლებლის მიერ გაგზავნილ დავალებებს tvschool.ge-ზე.

უჯარმის სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ პედაგოგს გაწეული შრომისთვის, მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის და მათ მშობლებს თანამშრომლობისთვის და თანადგომისთვის“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება