სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის პირველი ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებულია
15-06-2020
-
+


ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის პირველი ეტაპის გამარჯვებულ სკოლებს შორისაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ფესვები“. 

„2019 წლის სექტემბრიდან ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში. მთელი წლის განმავლობაში ეკოკლუბელებმა განახორციელეს მნიშვნელოვანი და საინტერესო სასკოლო თუ სათემო აქტივობები: მაგალითად, „დავასუფთაოთ მსოფლიო“, „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“. შეისწავლეს სოფელში არსებული სამკურნალო წყლების თვისებები, მოიძიეს იშვიათი სახეობის ხეების ჯიშები, მოაწყვეს შეხვედრა ფერმერებთან, სტუმრობდნენ მარტოხელა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. 

მიუხედავად კორონავირუსის საფრთხისა II სემესტრში მოსწავლეები მუშაობდნენ დისტანციურად, ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა ონლაინ ვებინარებსა თუ კონკურსებში. მაგალითად: CENN-ის მიერ გამოცხადებულ ერთდღიან კონკურსში „რა არის შენთვის ევროპა“, ამ კონკურსში მონაწილე მოსწავლის ნინი არდიას ნამუშევარი აღმოჩნდა რჩეულთა შორის. ასევე, მონაწილეობდნენ კონკურსში „ბუნება ჩემ გარშემო“. მოიძიეს 60-მდე სახეობის მცენარეთა, ცხოველთა და ფრინველთა შესახებ ინფორმაცია, გადაიღეს ფოტოები და განათავსეს forestry.ge-ზე. ეკოკლუბელებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე, CENN მიერ ორგანიზებულ ვებინარების სერიაში: წყალი, სანიტარია და ჰიგიენა (wash) საქართველოში და მსოფლიოში“, „საქართველოს დაცული ტერიტორიები და ბიომრავალფეროვნება" „კორონავირუსის გავლენა ტურიზმის სექტორზე“, „როგორ ვმართოთ ფსიქოლოგიური გამოწვევები პანდემიის დროს" და სხვ.

ეკოკლუბელების მიერ ჩატარებული თითოეული აქტივობა ემსახურებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ გარემოსადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების, კომუნიკაციის, გუნდურად მუშაობის უნარჩვევები. მსგავსი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება