სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ღვთის ნებით, ახალ სასწავლო წელს ჩვენ ერთად დავრეკავთ პირველ საგაკვეთილო ზარს“-ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორმა სასწავლო წელი შეაჯამა
15-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი მარიკა დუმბაძე 2019-2020 სასწავლო წელს აჯამებს და მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს მადლობას უხდის.

„ბოლო პერიოდში სამყარო დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მთელი მსოფლიო ებრძოდა და ებრძვის „უხილავ მტერს“, ამ რთულ პერიოდში ყველა საწარმო, საჯარო თუ კერძო დაწესებულება  გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. რა თქმა უნდა, სასწავლო დაწესებულებებიც დისტანციურ სწავლებაზე გადავერთეთ. თავიდან, ძალიან რთული ჩანდა ეს ყველაფერი, რადგან ეს სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, არ ვიცოდით, შევძლებდით კი ამ ყველაფერთან გამკლავებას, რამდენად მოვახერხებდით ამ გზის გავლას, მაგრამ განათლების სამინისტრომ მაქსიმალური გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყნის მასშტაბით არ დარჩენილიყო მოსწავლე განათლების გარეშე.

გადავედით ონლაინ სწავლებებზე, რთული იყო, თუმცა მასწავლებლების ფასდაუდებელი შრომის შედეგად, შევძელით თითოეულ მოსწავლემდე მიღწევა, ყველა პლატფორმის გამოყენებით ჩვენმა მასწავლებლებმა მიუღწეველს მიაღწიეს, გადალახეს ყველა პრობლემა, ყველა დაბრკოლება და არ დარჩენილა მოსწავლე მათი ყურადღების მიღმა. ერთ ოჯახად ქცეულები, უფრო შეკრულები, უფრო ძლიერები გავხდით და დისტანციურად გავერთიანდით მთელი ქვეყანა და „უხილავ მტერს“ დავუმტკიცეთ, რომ ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც ვერცერთმა მტერმა ვერ გაიდგა ფესვები, ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ბევრისთვის გაგვიძლია, ბევრი გადაგვიტანია, ბევრი ტკივილი და ჭრილობა მოგვიშუშებია, არასოდეს დავეცემით მტრის წინაშე, არასოდეს დავიხევთ უკან, მუდამ მედგრად ვიდგებით, ჩვენი ქვეყნის, მომავალი თაობის გულისთვის.   როგორც თორნიკე ნაროზაული,  ამბობს თავის ლექსში:

„სულ რომ არაფერი, სისხლი მაქვს ისეთი,

ჯიში მაქვს ისეთი, სულს აგიწიოკებს,

სამშობლო არხვატი, მტირსათვის – შიშეთი!

ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.

სულ რომ არაფერი, გული მაქვს იმხელა,

რწმენა მაქვს ისეთი, მთებს შეაზანზარებს...“

პატარა ქვეყნის დიდი შვილები ვართ.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენ გვერდით, ჩვენი მოსწავლეების გვერდით იყვნენ და მათი განათლებისთვის ფეხზე იდგნენ, იღებდნენ ბევრ გადაწყვეტილებას, რადგან ყველა დაბრკოლება თავიდან აეცილებინათ და სწავლის პროცესი არ შეჩერებულიყო, არ დაზარალებულიყო არც ერთი მოსწავლე, უღრმესი მადლობა თითოეულ მასწავლებელს, მათი უდიდესი შრომის შედეგია, ის, რომ სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა, დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებს, რადგან ძალიან აქტიურობდნენ და გვერდში ედგნენ შვილებსა და მასწავლებლებს, ვერაფერს გავხდებოდით, რომ არა მშობლებისა და მასწავლებლების მჭიდრო კავშირი, ასევე დიდი მადლობა „ეტალონს“, მთელი ეს დრო ჩვენ გვერდით იყვნენ და ფიქრობდნენ ჩვენი მოსწავლეების განათლებაზე.

მინდა, ბედნიერი არდადეგები ვუსურვო ყველა მოსწავლეს, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კეთილდღეობა. ღვთის ნებით, ახალ სასწავლო წელს ჩვენ ერთად დავრეკავთ პირველ საგაკვეთილო ზარს. ღიმილით, დიდი სიყვარულითა და სითბოთი დაგხვდებათ სკოლის  ადმინისტრაცია და ძვირფასი მასწავლებლები“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება