სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებელი კიდევ ერთხელ ავიდა სხვა სიმაღლეზე“- დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი სასწავლო წელს აჯამებს
15-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი სასწაავლო წელს აჯამებს.

„2019-2020 სასწავლო წელი ისტორიას სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, მეორე სემესტრით დარჩება ალბათ. თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდით ფანჯარაში, სადაც კარგად უნდა გამოვჩნდეთ, ყველა მოწოდებულ სიახლეს მტვერი გავაცალოთ, სუფთა ჰაერი შემოვუშვათ, ძალები მოვიკრიბოთ და რაც მთავარია, მაინც გავიღიმოთ. ეს ყველაფერი მოხდა. დღეს უკვე, როცა დაბა წაღვერის საჯარო სკოლა ამ პერიოდის შეჯამებას ვცდილობთ, გვახსენდება მრავალფეროვანი აქტივობები სხვადასხვა საგანში, მოსწავლეთა დიდი ინტერესი, რომელიც, მიუხედავდ დისტანციისა, არსად არ გამქრალა. ახალ გამოწვევებს შეხვდე ხელგაშლილად - ეს არაა ადვილი. დაწყებითი საფეხურის კათედრის მუშაობა ამ მხრივ სრულიად ინოვაციებთან შეჯერებული გახლდათ. მათი კომპლექსური დავალებები ხალისის გარდა, მოსწავლეთა კმაყოფილებას იწვევდა. საბაზო საფეხურზე კი ერთი შეხედვით, შეუძლებელი შეძლო ისეთმა საყურადღებო საგანმა, როგორიცაა ბიოლოგია: „მაინ კრაფტის“ პროგრამით მოსწავლეები ცდილობდნენ გაციფრულებული დავალებები წარმოედგინათ, რითაც წარმოგიდგენიათ ალბათ საგნის კომპეტენცია როგორ გაღრმავდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ადვილად აუღეს ალღო  ონლაინ გაკვეთილებს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, ქვიზების მომზადებასა და სასკოლო ცხოვრებაზე ფილმების განხილვებზე დრო არც თუ ისე ნელა მიდიოდა. ეს შექმნილი რეალობა არ შედგებოდა, რომ არა მშობლები, მათი მხარდაჭერით ფარდა მთლიანად აეხადა სასწავლო პროცესზე დასმულ შეკითხვებს, თუნდაც, ეჭვებს და ისინი ჩვენი ეკრანსმიღმა პერსონაჟები გახდნენ. მადლობა მათ! მასწავლებელი კიდევ ერთხელ ავიდა სხვა სიმაღლეზე, საიდანაც საკუთარი მონდომების ფასად მიხვდა, რომ შუძლია ყველა გამოწვევას გამჭრიახი ფარივით აეფაროს! აქ ყველაზე მადლიერი სიტყვა კვლავ მადლობაა!  მოსწავლე რომ დარჩა მოტივირებული, მშობელი რომ გახდა უფრო მზრუნველი და პედაგოგის შემართება - მისაბაძი - ამ უბადლო სამკუთხედისთვის სკოლა ქედს იხრის მათ წინაშე!“,- აღნიშნავს ირინა ხელისუფალი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება