სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია სასწავლო წელს აფასებს და დისტანციური სწავლების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ გვიამბობს
11-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზესკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია სასწავლო წელს აფასებს და დისტანციური სწავლების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ გვიამბობს:

მოგეხსენებათ, 2019- 2020 წელი, შეიძლება ითქვას, ნამდვილად გამორჩეული იყო მსოფლიოში შექმნილი ურთულესი მდგომარეობის გამო, რაც გამოიწვია კორონავირუსის გავრცელებამ. ამან ხელი შეუშალა სწავლა-სწავლების პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას და უკვე 2 მარტიდან სასწავლო პროცესი გაგრძელდა ონლაინ რეჟიმში პროგრამა „თიმსის“ გამოყენებით. ამ პროგრამაში  აქტიურად იყვნენ ჩაბმული ჩვენი სკოლის მოსწავლეები I - დან  XII კლასების ჩათვლით. მართალია, ყველას არ ჰქონდა „თიმსის“ პროგრამასთან წვდომა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პედაგოგები იყენებდნენ მესენჯერს და სატელეფონო საუბარს.

დავიწყებ იმით, რომ წლევანდელი XII კლასელებისთვის ბოლო ზარი 20 მაისს, „დისტანციურ რეჟიმში“ დაირეკა. ეს იყო ძალიან უჩვეულო, სევდიანი და ამაღელვებელი. მთელი საქართველოს მასშტაბით ისინი ჩუმად გააცილა სკოლის კედლებმაც და პედაგოგებმაც. მივულოცოთ მათ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება და დავულოცოთ გასავლელი რთული გზა და ვუსურვოთ წარმატებები.

ჩვენი სკოლის  პირველმა კლასელებმაც სწავლა დაასრულეს 27 მაისს, ძალიან ხალისიანად დისტანციურ რეჟიმში. გთავაზობთ დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

ასევე დისტანციურ რეჟიმში აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი სკოლის მეხუთე კლასელებმაც (კლასის ხელმძღვანელი მაია მელუავა), ბავშვები ეროვნული დროშის ფერებში იყვნენ გამოწყობილები. მისალმების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები. არჩეული ჰქონდათ და მთელი მონდომებით კითხულობდნენ საქართველოზე შექმნილ ლ. ასათიანის, ა. კალანდაძის, მ. მაჭავარიანის, მ. ლებანიძის, თ. მღვდლიაშვილის და სხვათა ლექსებს. პოეზიის წუთებში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ კლასის ხელმძღვანელი და მწერალი გელა ბუიღლიშვილი (სტუმრის სტატუსით), რომელმაც საკუთარი ლექსები წაუკითხა პატარებს. იყო საინტერესო შეკითხვები, ინტერვიუები მოსწავლეებთან, სკოლის დირექტორთან, მწერალთან, მშობლებთან.

დისტანციურ რეჟიმში მოეწყო მე-8 კლასის მოსწავლის, ანა ნოსკოვას გრაფიკული და ფერწერული ტილოების გამოფენა მაისის თვეში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად ვიყავით ჩართული და  ვიყენებდით  TVსკოლის გაკვეთილებს, რაც ძალიან დაგვეხმარა სასწავლო წელი უფრო ეფექტური და ხალისიანი ყოფილიყო. გადმოვიღეთ და დავნერგეთ ბევრი სიახლე დისტანციურ რეჟიმში, დიდი მადლობა TVსკოლას.

ჩვენს გვერდით დაუღალავად იდგნენ მშობლები. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მშობლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული შვილებთან და ჩვენთან ერთად მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ არა ისინი ძალიან გაგვიჭირდებოდა დასახული მიზნის მიღწევა.

იმედი გვაქვს, 2020 წელი წარმატებით დასრულდება. ჩვენ მივაღწევთ ე.ს.გ-ს მიხედვით დასახულ მიზანს და კიდევ მეტი მონდომებით შევუდგებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

საჯარო სკოლების 1000 პედაგოგი ინტერნეტს უფასოდ  მიიღებს

16 პუნქტი, რომელიც მასწავლებლემა სტუდენტტის შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს 

2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობილია, რა ფორმით შეგეხებათ უმაღლესების რეფორმა

განათლების სამინისტრომ კონკური გამოაცხადა - შერჩეული აპლიკანტები გრანტის სახით 35000 ლარს მიიღებენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებს იდეის რეალიზებაში ახმეტის ტექნოპარკი ​დაეხმარათ

თამაში ჩატარდა საინტერესო და მეგობრულ გარემოში, მოსწავლეებმა გამოავლინეს მაღალი ჩართულობა

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება