სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
11-06-2020
-
+


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქუთაისში, აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა და საჩუქრები გადასცა.

საჩუქრები მათ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გადაეცათ, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სასაჩუქრე პაკეტებს ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე მიიღებს, რაც დევნილ ახალგაზრდებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაში და აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარება.

ასევე პროექტის ფარგლებში ლიტერატურულ-შემეცნებითი კონკურსი „შემოქმედებითი ზაფხული“ იმართება, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და გამაჯვებულები 15 სექტემბერს გამოვლინდებიან.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ და ახალგაზრდებს საჩუქრები გადაცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრის“ იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი გელენავამ, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა ბესიკ ჭანტურიამ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება