სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„izrune.ge-ში ჩართვამ სასკოლო ცხოვრებაში სიახლე, აქტიურობა, აზარტი და სასიამოვნო მოლოდინის განცდა შემოიტანა“ - თბილისის N106 სკოლის პედაგოგის წერილი
10-06-2020
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლის პედაგოგმა ინა მეცხვარიშვილმა მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალზე - izrune.ge საკუთარი შეხედულებები წერილით გაგვიზიარა. მასწავლებელმა სასწავლო წლის დასასრულს კიდევ ერთხელ გამოხატა კმაყოფილება და მადლიერება izrune.ge-ს მიმართ. წერილში ინა მასწავლებელთან ერთად საკუთარ შეხედულებას გვიზიარებს მისი მოსწავლე ბარბარე ბაზერაშვილი.

„მე ინა მეცხვარიშვილი ვარ,  ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი. ჩემი მოსწავლეები ამჟამად მე-4 კლასს ასრულებენ. ჩვენ უკვე მე-2 წელია ჩართულები ვართ უპრეცენდენტო საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ში. სასწავლო წელი მალე დასრულდება. ძალიან მინოდოდა ჩემი მადლიერება და ზოგადად, შეხედულება, კიდევ ერთხელ, გამეზიარებინა საზოგადოებისთვის ამ პორტალთან დაკავშირებით.

„იზრუნეს“ პორტალში ჩართვამ ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში სიახლე, აქტიურობა, აზარტი და სასიამოვნო მოლოდინის განცდა შემოიტანა. გახშირდა მსჯელობები, დისკუსიები და განხილვები მოსწავლეთა შორის „იზრუნეს“ ტესტების შესახებ. მომწონს, ტესტებში შემავალი ზოგიერთი დავალება არამარტო ბავშვებს, არამედ მშობლებსაც რომ ჩააფიქრებს და უბიძგებს, პასუხი წიგნში, google-ში ან სამეგობროში მოიძიონ. „ოჯახი, ბავშვი, სკოლა“ - ამ შესანიშნავმა წამოწყებამ ნამდვილად მიაღწია მთავარ მიზანს, გააერთიანა ეს 3 რგოლი!..

ყველა ვთანხმდებით, რომ სკოლამ ბავშვი უნდა მოამზადოს ცხოვრებისთვის და ეს ცოდნა, რაც წიგნებშია მოცემული, ქმედებებში გამოხატონ. სწორედ ამის საშუალებას აძლევს ბავშვს არაფორმალური განათლება. ამიტომაც ვართ ჩართულები izrune.ge-ში. მადლობელი ვარ ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს, შემდეგ ირგვლივ შემოიკრიბა პროფესიონალი გუნდი და მათ შორის ჩვენი სკოლის მასწავლებლებსაც მოგვეცა მონაწილეობის შესაძლებლობა. მადლობელი ვარ ჩემი სკოლის ხელმძღვანელის, ბატონი თენგიზ გულორდავასი და მთლიანად სკოლის ადმინისტრაციის, რომლებმაც პროექტის გაცნობისთანავე ჩაგვინერგეს სასკოლო საზოგადოებას მასში აქტიურად ჩართულობის მოტივაცია. ჩემმა მოსწავლეებმაც იციან, რა სიკეთე მოაქვს მათთვის „იზრუნეს“. კლასშიც გავაკარით ჩვენი დამოკიდებულებები „იზრუნეს“ შესახებ.

„მეგობრული კლასიც“ გავხდით, „სუპერ კლასიც“ და „მომავლის კლასიც“ - ყველა ეტაპი გავიარეთ.  უამრავი დიპლომი აქვთ ჩემს მოსწავლეებს, მშობლებიც გვემადლიერებიან, ბავშვებს პროფესიონალი გუნდი რომ უდგენს როგორც წიგნიერების საკითხავ ლიტერატურას, ასევე ზოგად, საგნობრივ კითხვებს.

მინდა ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის ფიქრები და დამოკიდებულება გაგიზიაროთ, ამ პორტალთან დაკავშირებით:

მე ვარ ბარბარე ბაზერაშვილი, 10 წლის, ქალაქ თბილისის ზურაბ იარაჯულის სახელობის N106 საჯარო სკოლის მოსწავლე. მე ორი წელია, რაც აქტიურად ვარ ჩართული საგანმანათლებლო პროექტში izrune.ge. ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ გავიგე, ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხი, გავიღრმავე ჩემი ცოდნა და რაც არ ვიცოდი, ვიხმარებდი მშობლებს, ვეძებდი ენციკლოპედიებსა და google-ში. სხვადასხვა ავტორის უამრავი ნაწარმოები წავიკითხე. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ამ ორი წლის მანძილზე, მხოლოდ ერთხელ დამავიწყდა ტესტის დღე. იმასაც გეტყვით, რომ სავარჯიშო ტესტებში მიმიღია „მისაღები“ და „კარგი“, „ძალიან კარგი“ და „ბრწყინვალეც“ ანუ გულიც დამწყვეტია და მაგრადაც გამხარებია. შემაჯამებელ ტესტებში მაქვს მოპოვებული სამივე სახის დიპლომი: ბრინჯაო, ვერცხლი და ოქრო. ამ ჩემი გულწრფელობით იმის თქმა მინდა, რომ სანამ სასურველ შედეგამდე მივალთ, ამისთვის სწავლა, შრომა და მიზანდასახულობაა საჭირო, რომ მივიდეთ მწვერვალამდე. ამიტომ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, თუ მაშინვე არ გვექნება სასურველი შედეგი. ყველა მოსწავლეს ვურჩევ გამოიყენონ ეს საკმაოდ კომფორტული შემოთავაზება და სახლიდან გაუსვლელად ჩაერთონ izrune.ge-ს ტესტებში, რითაც ცოდნას განიმტკიცებენ და სამომავლოდ ბევრ კითხვაზე ექნებათ პასუხი. მე კიდევ მრავალი წელი ვიქნები სკოლის მოსწავლე და ვეცდები, კვლავ აქტიურად ვიყო ჩართული  ამ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტში - izrune.ge.

წარმატებებს ვუსურვებთ ამ მართლაც, მნიშვნელოვანი მისიის მქონე საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც, როგორც ბატონი გოჩა იტყოდა, მამულიშვილურ საქმეს აკეთებს არამარტო დღევანდელი, არამედ მომავალი თაობისთვისაც. ჩვენ კი, ჩვენს ასმეექვსე სკოლასთან ერთად განვაგრძობთ ამ პორტალში აქტიურ ჩართულობას“,-აღნიშნულია წერილში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება